რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სუსის ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეტანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. პოლიტიკური ძალების აქტივობები მთლიანად იმიტაციურ სასიათს ატარებდა, რადგან ადგილზე არსებული ყველა ,,პოლიტიკური პარტია" თუ ,,გაერთიანება" პრორუსულია, ე.წ. პოლიტიკოსების ,,კარიერა" კი სრულად არის დამოკიდებული რუსეთის ,,კეთილგანწყობაზე".

საანგარიშო პერიოდში ასევე გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება.

ოკუპირებულ რეგიონებში ფინანსურად კვლავ დამოკიდებულები არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45% (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის ,,ბიუჯეტში" 86% (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის. ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების გახშირებული ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და ,,ურთიერთდახნარების" მიზნით დაწყებული თანამშრომლობა ( მათ შორის, სამხედრო სფეროში). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ოკუპირებული ცხინავლის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ,რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერეციებისთვის იყენებდა. ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტიგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას.

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხრეთ სამზხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზაზე ხორციელდებოდა გეგმიური როტაციები, შეიარაღებული და სამხედრო ბაზაზე ხორციელდებოდა გეგმიური როტაციები, შეიარაღებული და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. ქვედაანაყოფის საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა.

საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მო0სახლეობისთვის თავისუფლი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის ამღნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.

უკანონო დაკაებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.

2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მთ შორის უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისასა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურვ პრიცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

გასულმა წელმა ცხადყო, რომ ოკუპირებულ რეგიონებშ არსებული მძიმე კრიმინალური ვიტარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქოუფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკურიიდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონებში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

გასული წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ გალის რაიონში ეთნიკური ქართველების უფკებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარება. გალის მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, საკუთრების უფლება საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვებით უკიდურესად არის გაუარესებული. საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილიები ,,შეცვლასთან". აღნიშნული მიზნისთვის საოკუპაციო ძალა და დე ფაქტო რეჟიმი  აქტიურად იყენებენ ,,სამურზაყანოიელი აფხაზის" გამოგონილ ცნებას და მისი დამკვიდრების მიზნით შექმნილ ე.წ. ორგანიზაციებს.

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ეთნიკური ქართველების სახლების განადგურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული კვალის წაშლის და ქართველების საცხოვრებელი სახლების განადგურების მიზნით ორკუპერულ ქართულ სოფელ ერედშვი რუსეთის ფინანსური მხარდაჭეწრით ნაგავსაყრელი მოწყობის გეგმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მოიპოვებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხდება ამ პროცესში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიპიცირება. საოკუპაციო ძალის, დე ფაქტო რეჟიმების, მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ განხორციელებული არაკანონიერ საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაპირისპირება მიმდინარეობს საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა რელევანტური ბერკეტის საშუალებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლ;ების მხრიდან წამყვანი უწყებაა.
2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და და გიგა ოთხოზორიას მკვლელობისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მიმართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRMI-ის შეხვედრების მიზანმიმართული დაზიანებაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჯიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოპზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ.ბაშარულის საკითხების ამოღება ულიტმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRMI-ის შეხვედრებზე მომაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRMI-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გტალში 6, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 7 შეხვედრა გაიმართა.

საქართველო9ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPღMI-ის შეხვედრებს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურიბის შენარჩუბების კუთხით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზან მიმართულ პროვოკაციად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს IPღMI-ის კონსტრუქციულ მონაწილეობას და იჩენს ძალისხმევას ქ. გალის შეხვედრების აღგენის მიმართულებით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზსი გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მიმართული ,,ცხელი ხაზი" წარმატებიტ ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმის საშუალებიტ ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსაა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციას და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას. ,,ცხელი ხაზის" გააქტიურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ზემოაღნიშნული მექანიზმი 2 182-ჯერ იქნა გამოყენებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვან პლათფორმას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს, თანათავჯდომარეებს და შეხვედრის ყველა მონაწილეს. საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დისკუსიების 4 რაუნდი გაიმართა (43-ე, 44-ე, 45-ე, 46-ე).

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასთან (EUMM), რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ IPRMI-ს არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს მანდატით განსაზღვრული უფლება, აწარმოოს მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. აღნიშნულის მიუხედავად, IPRMI (საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფთან ერთად) მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლაბ ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს.
ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობებთან ; 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების პროცესში კი - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC).

უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი საკოორდინაციო შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. 2018 წელს ორი შეხვედრა გაიმართა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალურად განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვსი ხელშეშლის მიზნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურდ თანამშრომლობდა და მიდმვად აწვდიდა ინფორაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებს აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთასორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2018 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მარალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 39 ვიზიტს გაუწია ორგანიზება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.