რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მარია სალავიოვა კეხვიდან
ოსმა ნათესავებმა, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კეხვში ბევრი ეძებეს მარია სალავიოვას ქმრის საფლავი. უნდოდათ ცხედრის  გადასვენება სოფლის სასაფლაოზე. გადათხარეს იმ სახლის ეზო, სადაც ომის დროს მეზობლებმა მიწას მიაბარეს.

ქალბატონი მარია ამბობს, რომ სავარაუდოდ ცხედარი მიწიდან მგლებმა ამოიღეს. დღეს კი, სოფელი კეხვი აღარ არსებობს. აღარც ის სახლი, სადაც მარია სალავიოვა-კახნიაშვილი 45 წელია ცხოვრობდა ტკბილად.

მარია სალავიოვა ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მან და მისმა ქმარმა ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს. მისი მომავალი მეუღლე ჯარში იმ ქალაქში მსახურობდა, სადაც ქალბატონი მარია ცხოვრობდა.

დიდი ლიახვის ხეობაში სამი შვილი შეეძინათ. ქართველებსა და ოსებს შორის გაჩენილ კონფლიქტი მისთვის მოულოდნელი იყო. ,,წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა." - იხსენებს ქალბატონი მარია, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების ამბების გახსენების დროს. ხეობაში ამ კონფლიქტს მის თვალწინ ბევრი ადამიანი შეეწირა.

მისი ოჯახი და სოფელი ამ კონფლიქტის შემდეგ კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას. 2008 წლის აგვისტოში კი, საღამოს 7 საათზე, სოფელი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დატოვა. რამდენიმე ოჯახი შემოვლით გზაზე ძველი ავტობუსით წამოვიდა.

,,სახლში ძალიან ბევრი საქონელი და ფრინველი გვყავდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, წადით თქვენ. მე აქაურობას ვერ მივატოვებო. დარჩა იქ. ჩამოვარდნილმა ბომბმა იმსხვერპლა. სოფელში დარჩენილმა მეზობლებმა ეზოში დამარხეს. დიდი რკინა ჩაარჭეს მიწაში, რომ დაბრუნების შემთხვევაში ადვილად გვეპოვა, მაგრამ ჩემმა ოსმა ნათესავებმა ვეღარ მიაგნეს საფლავს." - ამბობს ქალბატონი მარია.

,,მე თუ დავბრუნდები კეხვში, ჩემი სახლის ადგილს ვიპოვი. 45 წელი იქ ვიცხოვრე და აუცილებლად ვიპოვი" - ასე დაგვემშვიდობა ქალბატონი მარია.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.