რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორის წისქვილკომბინატ "კარმენს" აზერბაიჯანელები ყიდიან
აზერბაიჯანული კომპანია "კარნმენი" იყიდება. ამის შესახებ
qartli.ge-ს "კარმენის" დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კომპანია გაყიდვამდე ფქვილის წარმოებას ნაწილობრივ
აჩერებს. ჯაფარიძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ "კარმენმა" 81
თანამშრომელს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას
გაუგზავნის.
"კომპანიაში მუშაობას გააგრძელებს 26 თანამშრომელი. წისქვილკომბინატი იმუშავებს ნახევარი დატვირთვით. არსებული რესურსით გავაგრძელებთ ხორბლის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას. ეს გაგრძელდება კომპანიის გასხვისებამდე. ფასი ჩემთვის უცნობია, მეც ისეთივე დაქირავებული ვარ, როგორც სხვები. 81 თანამშრომელს დღეს წერილობით ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თანამშრომლები დაკმაყოფილდებიან კომპენსაციით"-აცხადებს "კარმენის" დირექტორი ზაზა ჯაფარიძე.
"კარმენის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილები უკვე მიიღეს, სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩნევენ და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
წისქვილკომბინატის პროფკავშირების თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე აცხადებს, რომ ეს არის პასუხი მიმდინარე წლის მარტში გამართულ მათ აქციებზე, როდესაც გაიფიცნენ და ხელფასების მომატებასთან ერთად, სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები