რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
მოწმე ფინანსური პოლიციელის საერთო მეგობარი აღმოჩნდა

 


საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 19 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში გირაოთი გათავისუფლებულ ტარიელ გურგენიძის რიგით მე-12 სასამართლო პროცესი გაიმართა. ტარიელ გურგენიძე 2013 წლის 12 ივნისს სოფელ მეჯვრისხევში საკუთარის ბინის ჩხრეკის დროს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ გურგენიძემ, ცნობის გაცემის სანაცვლოდ, რუსლან მამედოვისგან ქრთამი მოითხოვა და გამოართვა. ტარიელ გურგენიძის განცხადებით, პოლიციის აგენტმა რუსლან მამედოვმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა.


სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეები - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი-ინსპექტორი ოთარ კორინთელი, უფროსი-გამომძიებელი ლევან შავარდენიძე და, ასევე, უფროსი-ინსპექტორი დიმიტრი კურტანიძე დაიკითხნენ.


ოთარ კორინთელი - ,, რუსლან მამედოვს ამ ფაქტამდეც ვიცნობდი. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, პირველად რუსლანი თბილისში მეგობრის სახლში სუფრაზე ვნახე. მეგობრის სახელი და გვარი აღარ მახსოვს. 2013 წლის 5 ივნისს შემთხვევით ვნახე, ვსაუბრობდით და საუბრისას მან მითხრა რომ ახორციელებდა საქონლის ყიდვა-გაყიდვას მაშინდელმა სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ გურგენიძემ მას ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა 50 ლარი. ასევე მაჩვენა ცნობა, რომელზეც სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი ერტყა. ამ ფაქტის გაგებისთანავე ვაცნობე ხელმძღვანელობას და ჩავაყენე საქმის კურსში.12 ივნისს მივიღე დავალება ტარიელ გურგენიძის სახლის ჩხრეკის თაობაზე. მივედით მის ბინაში. ჩხრეკა განხორციელდა მისი ძმის ვლადიმერ გურგენიძის თანდასწრებით. საძინებელ ოთახში მდგარი კარადიდან გამოვიღეთ ტყავის ქურთუკი. ქურთუკის შიდა ჯიბეში აღმოვაჩინეთ 6 ცალი, ჩვენს მიერ დანომრილი, ორმოცდაათლარიანი და 4 ასლარიანი“. 


ლევან შავარდენიძე - ,, 5 მაისს მივიღეთ ოპერატიული შეტყობინება ტარიელ გურგენიძეზე, რომელიც მოქალაქეებს ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით სთხოვდა გარკვეულ თანხას. აღნიშნულ დავალებაზე ჩვენ გავედით 12 ივნისს. მივედით გურგენიძის სახლში. დამკავებელი პირი ვარ მე. ასევე ჩავატარე პიროვნების ჩხრეკა და ამოვიღე მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია.“

 

დიმიტრი კურტანიძე - ,, აღნიშნულ საქმეში მე ჩავატარე, მხოლოდ, პიროვნების პირადი ჩხრეკა. მახსოვს, რომ მხოლოდ სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი აღმოაჩნდა ტარიელ გურგენიძეს. მე პირადად ეს დავალება მივიღე პროკურორის ზეპირი დავლებით."

 

ტარიელ გურგენიძე მოითხოვს დროულად დაიკითხოს ბრალდების მხარის ყველა მოწმე. სავარაუდოდ შემდეგ პროცესსზე დაიკითხება მთავარი მოწმე რუსლან მამედოვი. საქმის განხილვა გადაიდო 2015 წლის 25 მაის 3 საათზე.

 

იხილეთ ამავე თემაზე:

 

რუსლან მამედოვი ქართლსა და კახეთში


რუსლან მამედოვი ოლეგ იაძესთან

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.