რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გაიხსნა სკოლა, სადაც ოკუპირებული ოსური სოფლიდან ორი ბიჭი დადის
,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ორ მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელიც შემოვლითი გზით ჩვენს სკოლაში დადის"- განაცხადა სკოლის დირექტორმა ლელა ბიბილურმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც 2017 წლიდან დაკეტილი იყო.

ელა ბიბილური qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორივე მოსწავლე ბიჭია და ზემო არცევში ცხოვრობს. ზემო არცევი ცხინვალის რაიონს ეკუთვნის და სოფელ ქვეშს ემიჯნება.

,,ამ ბავშვებს ჩვენს სკოლაში სიარული არასდროს შეუწყვეტიათ. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი მდგომარეობა გამყოფ ხაზთან იძაბება, მხოლოდ, ამ პერიოდში იკავებენ მშობლები თავს, რომ სკოლაში გამოუშვან. სხვა შემთხვევაში, დადიან სკოლაში. ორივე ბიჭი კარგად თამაშობს ფეხბურთს და საშუალებას ვაძლევთ, რომ ამ მხრივ უნარები გაიუმჯობესონ. გვაქვს ამის საშუალება, რომ მწვრთნელთან ივარჯიშონ. მათი ოჯახები ზემო არცევში ცხოვრობენ და იმის გამო, რომ ყველაზე ხელსაყრელი გზა ჩვენამდე აქვთ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხნის მანძილზე არც არავის დაუშლია მათთვის სკოლაში სიარული." - გვითხრა ლელა ბიბილურმა.

ცნობისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ზემო არცევიდან ქვეშის სკოლაში 35 მოსწავლე დადიოდა. ომის შემდეგ, სოფელი დიდმა ნაწილმა დატოვა და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დანარჩენი მოსახლეობა, ძირითადად, ეთნიკური ოსები კი, სოფელში დარჩნენ.

,,ვინც ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა, მათ საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ტერიტორიაზე მიიღეს, ზოგმა გორში, ზოგმა სხვაგან და ამიტომ მოსწავლეებიც წაიყვანეს. ზემო არცევში კი ვინც დარჩა, მათმა შვილებმა სწავლა ჩვენთან გააგრძელეს. ამჟამად, ვერ გეტყვით, არიან თუ არა სხვა ბავშვები ზემო არცევში, ამ ორი მოსწავლის გარდა, სხვა ასეთი მომართვა არ ყოფილა" - განმარტავს სკოლის დირექტორი.



დღეიდან ზემო არცეველები და ქვეშში მცხოვრები მოსწავლეები ახალ, გარემონტებულ სკოლაში ისწავლიან. ავარიული მდგომარეობის გამო, სასწავლო პროცესი თითქმის 2 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. აშშ-ს მთავრობსი ფინანსური დახმარებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს გახსნის ღონისძიებას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა.

“დღეიდან 200 მოსწავლე, რომელიც შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად ცხოვრობს, თბილ და კომფორტულ სკოლაში ივლის. შეერთებულმა შტატებმა სიამოვნებით უპასუხა საქართველოს მთავრობის თხოვნას, ამ მხარეში ბავშვებისთვის განათლებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნულ პროექტზე ამერიკის მთავრობამ 2.5 მილიონი ლარი დახარჯა. ელჩის მოადგილე რუდმა დღეს სკოლა ოფიციალურად გახსნა” - განაცხადეს საელჩოში.

სოფელი ქვეში - ახლოს გამყოფ ხაზთან

,,მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები, რათა მოსახლეობას მისცენ თავისუფლად გადაადგილების და ნორმალური ცხოვრების საშუალება." - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სოფელ ქვეშში განაცხადა, სადაც სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული სკოლა გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასწავლო დაწესებულება, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან დაიკეტა ავარიული მდგომარეობის გამო, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, გარემონტდა. სწორედ, სკოლიდან მოუწოდა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ იზრუნონ ადამიანთა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

,,შეერთებული შტატები შეშფოთებულია სიტუაციის გაურესებით გამყოფ ხაზთან, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ახალი მავთულხლართების გავლებას, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, რომელსაც დიდი ხანია თბილისი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს აუარესებს ჰუმანიტარულ სიტუაციას ორივე მხარეს გამყოფი ხაზისა და უქმნის მოსახლეობას სიძნელეებს ყველა მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ გახსნას ეს გამშვები პუნქტები, მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფალი გადაადგილებისა, მისცეს საშუალება ადამიანებს, ვისაც აქვთ სამედიცინო საჭიროებები, რომ მიიღონ სამედიცინო დახმარებები და ზოგადად ხელი არ შეუშალონ ადამიანთა ნორმალურ ცხოვრებას“ - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.



ქვეშის სკოლის ისტორია

ქვეშის სკოლის შესახებ qartli.ge-მ მასალა ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში მოამზადა. ჩვენთვის ცნობილი გახდა მაშინ, რომ სკოლა დაიკეტა. სიძველის გამო, ქარსა და წვიმას, მესამე სართულის ჭერმა ვეღარ გაუძლო. ადგილობრივი მკვიდრი, შალვა უკანწყაროელი ამბობდა, რომ ნაშალ მასალას ლამის დამლაგებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,რამდენი წელია გავიძახით, რომ სკოლა ინგრევა, ინგრევა. სანამ არ ჩამოინგრა ჭერი, არავინ მიაქცია ყურადღება. ეხლა ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ, დაათვალიერეს და თქვეს, რომ სკოლა უნდა დაიხუროსო" - ამბობდა შალვა უკანწყაროელი.

სოფელში დარჩენილი მოსწავლეები სკოლის ეზოში თამაშს განაგრძობდნენ. გიორგი ქისიშვილს უთხრეს, რომ ის მომავალი კვირიდან პატარა გარეჯვრის სკოლაში ივლიდა. უმცროსკლასელები - ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში.

ამ ინფორმაციას განათლების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელი თამარ გოგლიძე ადასტურებდა. მან გვითხრა, რომ 229 ბავშვიდან 82 მოსწავლე ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში გადანაწილდა. დანარჩენი 147 - გარეჯვრის სკოლაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.