ახალი ამბები
სადგურ მეტეხის დასახლებაში მოსახლეობას წყალს კერძო კომპანიები პარავენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დასახლებაში აქცია გამართეს. ადგილობრივები სასმელ წყალს ითხოვენ, რომლებიც კერძო კომპანიებს აქვთ მიტაცებული.

სადგურ მეტეხის დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, სოფელი მეტეხი კი, - მარჯვნივ:

,,ამ სოფლიდან თითქმის 3 კმ-იანი მილით გამოყვანილი გვაქვს წყალი. ვიდრე სოფლამდე მოვა, ეს წყალი გვერდით მიერთებული მილით მიედინება კერამიკის ქარხანაში და საქონლის სასაკლაოზე" - გვითხრეს ადგილობრივებმა.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, გასულ წელს, 207 000 ლარი სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით დაიხარჯა:

,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა" - გვითხრეს აქციის წევრებმა. მოსახლეობა მთავრობისგან რეაგირებას ელოდება.



კასპში კერამიკის ქარხანა 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ის "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, შიდა ქართლის
სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გახსნა.

საწარმო "საპარტნიორო ფონდისა" და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია "კერამიკა ელ ტორენტეს" ერთობლივი პროექტია.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, სასმელი წყალი სადგურ მეტეხის დასახლებისთვის გათვალისწინებული მილიდან მიიყვანეს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
ის არ არის იმ ექიმის კონტაქტი, რომელსაც 7 აგვისტოს კორონავირუსი
დაუდგინეს.

ის არ არის იმ ექიმის კონტაქტი, რომელსაც 7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინეს.

22:04 / 09.08.2020
მიცვალებული ჯერ კიდევ სახლში გვესვენა, ავტომატებით რომ
შემოგვიცვივდა ოთხ-ოთხი კაცი
მიცვალებული ჯერ კიდევ სახლში გვესვენა, ავტომატებით რომ შემოგვიცვივდა ოთხ-ოთხი კაცი
19:34 / 09.08.2020
"თვითმფრინავი დაბომბვამდე ისე ახლოს მოვიდა, რომ აივნიდან პილოტიც კი დავინახე,
16:31 / 09.08.2020
გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს
სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ.
გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ.
13:54 / 09.08.2020

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

00:30 / 09.08.2020
ვიდეორეპორტაჟი
მიცვალებული ჯერ კიდევ სახლში გვესვენა, ავტომატებით რომ შემოგვიცვივდა ოთხ-ოთხი კაცი

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ ცხინვალში, მილიციონერი,
ღონისძიებაზე პუბლიკაციის "ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რაისა ჯიოევი - დევნილი აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ

,,მე ეგრე მითხრეს: ,,შენ დარჩიო და შენი ქმარი გაუშვიო"- და-მეთქი გუშინ ხო არ გავთხოვდი

ტყემლოვანა - გადაფორმებული სოფელი კონკორდატის სახელით
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.