რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რაისა ჯიოევი - დევნილი აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ
მისი დამსახურება იყო, რომ სოფელ საცხენეთში მისი ქმარი, გაიოზ ხადური ცოცხალი გადარჩა. თვენახევრის განმავლობაში, ცოლ-ქმარი შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს უმკლავდებოდნენ.



ხან ტყეში იმალებოდნენ, ხან არხში, ხან კიდევ, - სიმინდებში. დღისით ნაკვეთში ლობიოს მოსაგლეჯად მაინც მიდიოდა, საკვები ხომ ჭირდებოდათ. გზად ოს მებრძოლებს არაერთხელ შეხვედრია. რაკი თვითნაც ეთნიკურად ოსია, არაფერს ეუბნებოდნენ, მაგრამ არ მოსწონდათ, რომ ქართველი ქმარი სახლში ჰყავდა: ,,გაუშვი ეგ კაცი და შენ დარჩიო" - ეუბნებოდნენ მებრძოლები.

რაისა ჯიოევმა ქმარი მაშინაც კი არ მიატოვა, როდესაც 2008 წლის 25 სექტემბერს, სოფელში წითელი ჯვარი შევიდა და ეთნიკური ქართველები ოკუპირებული სოფლიდან გამოიყვანა.

ჩვენი გმირი ამჟამად სოფელ სკრაში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი ქმარი კი გარდაიცვალა დევნილობაში.



,,დღეში რამდენჯერმე მოდიოდნენ, პარტია - პარტიაზე და ღამე სახლში არ ვჩერდებოდით. ერთი თვე და ნახევარი ვიყავით - წყალი სადაც მოდის, იქ ერთი დიდი მილი იყო და იქ ვძვრებოდით, უმეტესად იქ ვათენებდით. მერე იქაც მოგვაგნეს და აღარ გვიშვებდნენ, ისროდნენ. მერე ტყეში წავედით, სადაც სიბნელე იყო, რომ ვერავის ვენახეთ და იქ ვიყავით - ერთი თვე და ნახევარი. იმ მილთან ახლოს. გადასაფარებლები მიგვქონდა და ზემოდან ვიფარებდით, ჩემი ქმარიც, ჩვენი მეზობლებიდან კიდევ ერთი ქალი." - გვიყვება ქალბატონი რაისა.

ოჯახი პატარა ლიახვის ხეობის სოფელ საცხენეთში ცხოვრობდა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში შვილიშვილები წამოვიდნენ. 14 აგვისტოს კი, სოფელი რაისას და გაიოზის შვილმა დატოვა. თვითონ კი სოფელში დარჩნენ. ამ სოფელში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ.

,,მე ეგრე მითხრეს: ,,შენ დარჩიო და შენი ქმარი გაუშვიო"- და-მეთქი გუშინ ხო არ გავთხოვდი, ახლა როგორ მივატოვო-თქო და არ უშვებდნენ, სულ იმალებოდა. მე მივდიოდი ხოლმე ლობიოს საკრეფად - შორს. ისინი ხო მოდიოდნენ ხოლმე ღამე, არა ღამე არა - დილით ადრე მოდიოდნენ ხოლმე; მე არაფერს მეუბნებოდნენ. მე ძალიან ბებერი რომ გამოვჩენილიყავი შავი ხალათი ჩავიცვი, რომ გამოვჩენილიყავი ძალიან ბებერი. ჰო და ,,სად მიდიხარო?" -მეთქი ლობიო უნდა მოვკრიფო ,,წადი, წადიო!" - მე არაფერს მეუბნებოდნენ. მივდიოდი და ვკრეფავდი. 9 საათამდე ვიყავი ხოლმე ბაღებში, მერე აღარ მიშვებდა [ქმარი] 9 გახდებოდა თუ არა, მეუბნებოდა ,,წამოდიო!" თვითონ კი იმალებოდა ხოლმე, ხან ჭერში, ხან სიმინდებში და თუ დაინახავდნენ, უკვე ავტომატებით მოდიოდნენ ხოლმე." - იხსენებს რაისა ჯიოეი.

სოფელში კიდევ რამდენიმე ოჯახი იყო დარჩენილი, რომლებმაც წასვლას დარჩენა ამბჯობინეს. ხშირად ერთად იკრიბებოდნენ და ერთმანეთს გარჩევაში ეხმარებოდნენ.

,,ერთხელ მოვიდნენ. ერთ-ერთი მთვრალი იყო. შემიყვანეს, სადაც ჩემი ქმარი იწვა იქ, ,,აქ რას აკეთებსო?" - მეთქი ჩემი ქმარია, აქ ვცხოვრობ მე. ,,რატომ გათხოვდი ქართველზეო?" - რა, გუშინ გავთხოვდი-მეთქი? ,,შენ დარჩიო და შენი ქართველი, სადაც გინდა იქ გაგზავნეო!" - და სად გამეგზავნა, აბა?"

მძიმე დღეები გადაიტანეს მისმა შვილმა და შვილიშვილებმა. დღეების განმავლობაში არაფერი იცოდნენ, გადარჩენილები იყვნენ თუ არა მისი მშობლები. ბოლოს წითელი ჯვრის მეშვეობით გაიგეს, რომ გაიოზი და რაისა ცოცხლები იყვნენ.



,,იქიდან რომ წამოვედით - თბილისში ვიყავით. იქ დიდხანს დავრჩით - თბილისში. მერე იქიდან გამოგვგზავნეს, ხო გაანაწილეს ყველა - აქ. ახლა, აქაც არაფერი გვიჭირს, მაგრამ მაინც, შენი სოფელი სხვაა. ჩემი ქმარი რომ ჩამოვიდა, მაშინ პირქვე იწვა ხოლმე და ქვითინებდა: ,,აქ რას ვაკეთებო? მე აქ ვერ გავძლებო. მე აქ არ ვიქნებიო, მე აქ არ მოვკვდებიო, მე აქ არ დავიმარხებიო - ჰო დაიმარხა მერე." - ამბობს რაისა ჯიოევი.

ჩვენი გმირი წარმოშობით ზნაურის რაიონიდანაა. დაამთავრა ცხინვალის ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სამუშაოდ პატარა ლიახვის ხეობაში გააგზავნეს, სოფელ ბელოთში. საცხენეთელმა გაიოზ ხადურმა იქ გაიცნო რაისა. მალე მოიტაცა და ცოლად მოიყვანა.

ციკლიდან -  ,,12 დევნილის ისტორია - აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ"

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.