რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სტალინის ძეგლის ბედს საკრებულოს ოპოზიცია გადაწყვეტს

 

დღეს დილით სტალინის საზოგადოების წარმომადგენლები ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას სტალინის ძეგლის დაუყოვნებლივ დადგმის ნებართვა მოსთხოვეს.


შეკრებილ საზოგადოებას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შეხვდა და მათი წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მერიაში მიიწვია. შეხვედრა მერის კაბინეტში შედგა, რომლის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარე გრიშა ონიანი, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია, “სტალინის იდეურ მემკვიდრეთა” საზოგადოების წევრი ალექსანდრე ლურსმანაშვილი, ,,სტალინის ფონდის“ თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი, ორგანიზაცია “გორელების” წევრები ზურაბ წკრიალაშვილი, გიორგი კანდელაკი, ვალერი სუხიშვილი და სხვები. 

 

საზოგადოების მოთხოვნით შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძეც. 


,,ჩვენ არ გავქვს უფლება, მივიღოთ სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილება. თუ საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს და წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, ამ საკითხს ყველა პროცესუალური ნორმების დაცვით გავიტანთ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ხალხის ნდობით აღჭურვილმა საკრებულოს წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. უახლოესი საკრებულო 2 ოქტომბერს გაიმართება, სადაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა.“ - განაცხადეს ქალაქის პირველმა პირებმა.

 

საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

 

სტალინის ძეგლის დემონტაჟი 2010 წლის 25 ივნისს განხორციელდა. ამის საფუძველი საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის (2015 წლის 16 ივნისის) განკარგულება გახდა, რომლის მიხედვით სტალინის ძეგლის გადაადგილება მუზეუმის ტერიტორიისკენ უნდა მომხდარიყო.

 

განკარგულების მომზადების საფუძველი კი გორელების მიერ ,,შედგენილი" 1671 კაციანი ხელმოწერა გახდა. ხელმომწერთა უმრავლესობა მაშინაც და ახლაც აღიარებს, რომ არ იცოდნენ რაზე მოაწერეს ხელი.

 

ძეგლის გადაადგილებას წინ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოწყობილი აქციები სახელწოდებით ,,სტალინის ძეგლი მუზეუმში" უძღოდა.

 

2012 წლის 20 დეკემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე იყო, მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის დასადგმელად 41 ათასი ლარი დაამტკიცეს. მომდევნო დღეს ზვიად ხმალაძე გადაირჩიეს.

 

 

 

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
16:47 / 21.07.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის
სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში
მონაწილეობდა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში მონაწილეობდა.
15:29 / 21.07.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა.
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
12:36 / 21.07.2026
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
11:30 / 21.07.2026
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია.
20:14 / 20.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.