რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სტალინის ვაგონის კიბეზე მთვრალი ახალგაზრდა დააკავეს და დააპატიმრეს

 

დაკავება 10 სექტემბერს დილის 4 საათზე მოხდა. სასამართლომ გირაო 4 ათასი ლარი შეუფარდა, რომლის გადახდის ვადა ორი კვირა განისაზღვრა. გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. პაპიაშვილს ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის ქურდობის ბრალდების გამო პირობითი ჰქონდა მისჯილი.

 

სტალინის მუზეუმის წარმომადგენლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ვაგონში არ შესულა. ასევე ადასტურებენ, რომ დაკავება კიბეებზე მოხდა. კარების ფანჯარაც კი არ არის ჩამტვრეული. გამოძიება დაცვის თანამშრომლების ჩვენებებს ეყრდნობა, ვიდეოჩანაწერები არ არის.

 

მუზეუმის თანამშრომლების ვერსიით, დაცვის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ უცხო პიროვნება კარებთან იდგა და ჩათვალეს, რომ ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დააკავეს.

 

ვინ არის 2 წლის წინ პოლიციელებისგან სასტიკად ნაცემი გიორგი პაპიაშვილი

 

2013 წლის 23 ივნისს საღამოს, „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული  ორგანიზაციის მაშინდელი  წევრი,  გიორგი  პაპიაშვილი   საღამოს  სასტიკად  სცემეს.  
 
 
პაპიაშვილი  და  მისი  ადვოკატი  თამარ  თედლიაშვილი  აღნიშნული  შემთხვევის  შესახებ  „სამართლიანი  არჩევნების“  გრძელვადიან   დამკვირვებელს  ესაუბრნენ.
 
 
როგორც  პაპიაშვილის  საუბრიდან  ირკვევა,  2012  წლის  ზაფხულიდან   მოყოლებული  პოლიციის  თანამშრომლები  -  გიორგი  თაბუაშვილი,  მოციქულაშვილი  და  სუხიაშვილი  მას  სხვადასხვა   დანაშაულის  პროვოცირებას  ავალებდნენ,  რომლის  მიზანი  კოალიცია  „ქართული ოცნების“  შტაბის  წევრების  დანაშაულში  მხილება  იყო,  ხოლო მან კრიმინალური  პოლიციელებთან  ამგვარ  „თანამშრომლობაზე“  უარი  თქვა და  მასზე  განხორციელებული  ზეწოლის  ფაქტი  გაასაჯაროვა.
 
 
პოლიციის  თანამშრომლების  მხრიდან  მასზე  განხორციელებულ  სისტემატურ  ძალადობას  აღნიშნულ  ფაქტს უკავშირებს.  
 
 
პაპიაშვილი  აცხადებდა,  რომ  პოლიციელებთან  ერთად  მასზე  გარკვეულ  ფსიქოლოგიურ  ძალადობას  კონსტიტუციური  უსაფრთხოების   დეპარტამენტის  წარმომადგენელი  გიორგი  საურიც  ახორციელებდა.
 
 
 
ფაქტთან  დაკავშირებით,  2013  წლის  1 ივლისს   პრესკონფერენცია  გამართა  რესპუბლიკური  პარტიის  გორის  რაიონული   ორგანიზაციის   ხელმძღვანელმა,  ლექსო ვალიაურმა,  სადაც  განაცხადა, რომ მისთვის  ცნობილი  იყო  პოლიციის  მიერ  გიორგი პაპიაშვილის  დევნის  შესახებ  და  ამ  ფაქტის  დეტალურად  გამოძიება  მოითხოვა.
 
 
ვალიაურის  თქმით,  როდესაც  მისთვის  ცნობილი  გახდა,  რომ  პოლიცია   მისი  დაპატიმრების  იარაღად  გიორგი  პაპიაშვილის  გამოყენებას  აპირებდა,  მან   პაპიაშვილი  და  მისი  მეგობრები  პარტიის  ახალგაზრდული  ორგანიზაციიდან  გაუშვა  იმ  იმედით,  რომ   პოლიცია  მათ  დევნას  შეწყვეტდა - თუმცა უშედეგოდ.
 
 
როგორც  პაპიაშვილის  ადვოკატმა   „სამართლიანი არჩევნების“   გრძელვადიან   დამკვირვებელს   განუცხადა,   აღნიშნულთან   დაკავშირებით   დაწყებულია  გამოძიება.   რაც  შეეხება  გიორგი  პაპიაშვილს,  იგი  სახლიდან  გამოსვლას თავს არიდებს.
 
 
 რაც  შეეხება  ჯანმრთელობის  მდგომარეობას,  სილურჯეები  კვლავაც  აღენიშნება,  თუმცა  შედარებით უკეთ  გრძნობს  თავს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
16:47 / 21.07.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის
სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში
მონაწილეობდა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში მონაწილეობდა.
15:29 / 21.07.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა.
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
12:36 / 21.07.2026
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
11:30 / 21.07.2026
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია.
20:14 / 20.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.