რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ვერა კულუმბეგაშვილი - მასპინძელი გამყოფ ხაზთან

 

 

,,ძროხა დაბერდა, იძულებული ვარ გავყიდო. ამ ფულით რამეს გავაკეთებ სახლში, ცემენტიან ოთახში ვცხოვრობ" - ამბობს ვერა კულუმბეგაშვილი და მასპინძლობას გვიწევს. სახლში უკვე ძლიერ მოხუცებული მეუღლე ელოდება.

 

ატყობს, რომ წნევა აქვს, მეუღლეს სთხოვს, რომ მეზობელს დაუძახოს, წნევის გასაზომად.

 

,,ეს ნერვიულობა ომის შემდეგ დამჩემდა" - ის მაინც იძულებულია გაიხსენოს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები, რომელიც არასდროს ავიწყდება. გვიყვება იმ პერიოდის შესახებ, როდესაც დაინახა თუ როგორ ჰყავდათ მუხლებზე დაყენებული სოფელში შემოსულ ოს მებრძოლებს მისი ორი მეზობელი, მამა-შვილი.

 

,,ოსურად ვუთხარი, რომ არ ეცემათ. ჩემი მეზობლები არც ჯარისკაცები იყვნენ და არც იარაღი ჰქონიათ ოდესმე; ან რა უნდოდათ რომ შემოვიდნენ ჩვენ სოფელში. სანამ სახლებს ჩხრეკდნენ, მანამდე ჩემი მეზობლების გვერდით ვიჯექი, უფრო იმედიანად ვიყავი. მერე როცა წავიდნენ, მთელი ერთი კვირა სახლში არც შევსულვარ, ბაღებში გვეძინა ხოლმე" - იხსენებს ვერა კულუმბეგაშვილი.

 

ქართველი მეზობელიც მოვიდა. წნევა გაუზომა დეიდა ვერას, ძალიან გვიყვარსო, თან იძახდა. 

 

,,დეიდა ვერამ და დეიდა ზოიამ გადაგვარჩინეს ქართველები" - გვიყვება ჩვენი მასპინძელის მეზობელი და ცდილობს, უფრო და უფრო მეტი ისაუბროს მის შესახებ და ამით მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატოს.

 

ამასობაში ძროხის მოწველის დრო მოვიდა. ბებერმა ძროხამ ოჯახს იმდენი რძე მისცა, ერთი თავი ყველი გამოვიდოდა. დეიდა ვერამ ყველიც მოამზადა. 

 

ვერა კულუმბეგაშვილი სოფელში არსებული მდგომარეობის, მისი ოჯახის წევრების, ქალაქში წასული შვილების და შვილიშვილების, მათი წარმატებებისა და სწავლის შესახებ გვიყვება. ამაყობს, რომ მის მრავალრიცხოვან შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს შორის, ქვეყანას წარჩინებული და ნიჭიერი თაობა ჰყავს.

 

ვერა კულუმბეგაშვილი წარმოშობით ოსურ სოფელ გვირგვინადაა. მამამისი წლების წინ სოფელ ტახტისძირში დასახლდა და ქარელის მილიციაში მუშაობდა. 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
16:47 / 21.07.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის
სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში
მონაწილეობდა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში მონაწილეობდა.
15:29 / 21.07.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა.
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
12:36 / 21.07.2026
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
11:30 / 21.07.2026
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია.
20:14 / 20.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.