|
ერთ-ერთი მათგანი ჯემალ ქაჩლავაშვილის ოჯახია. ის იძულებული გახდა ბანკის კრედიტების დასაფარავად ძროხები გაეყიდა.
საქმე იმაშია, რომ გასულ წელს სოფელში კომბოსტოს მოყვანა მასიურად დაიწყეს. ამის გამო ბანკიდან სესხი აიღეს, რაც კომბოსტოს მოსაყვანად დახარჯეს. კომბოსტო მოიყვანეს, მაგრამ რეალიზაცია ვერ მოახდინეს.
კომბოსტოს მოყვანა მომდევნო, 2015 წელსაც დაიწყეს, თუმცა ამჯერად ახალი პრობლემა გაჩნდა. სოფელში სარწყავი წყალი არ იყო და კომბოსტო ვერ გაიზარდა.
სოფელი რენე შერეული, ქართულ-ოსური ოჯახია და აქ ოჯახების რაოდენობა ერთ ასეულ კომლს არ აღემატება. ბევრი მათგანი საცხოვრებლად ორჯონიკიძეში წავიდა.
მაგალითად, დუნია მალზიგაშვილის ვაჟი დიდი ხანია ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთში) ცხოვრობს. მიუხედავად გაჭირვებული მდგომარეობისა, მის ვაჟს რენეში ცხოვრება ურჩევნია.
,,რაც აქედან წავიდა გული აწუხებს, აქ რომ ჩამოდის, შვებას გრძნობს, აქ უხარია ცხოვრება" - ამბობს დუნია მალზიგაშვილი.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები