რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ,,ეს მიწა დაგვიანებით გადმოგვცეს"

 

,,სანამ საბავშვო ბაღებიდან დევნილებს არ გამოიყვანთ, მანამდე მიწების გადაცემის თაობაზე თანხმობას არ მოგცემთ" - უთხრა ოპოზიციონერმა რამაზ იოსელიანმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ზურაბიშვილს, რომელიც დევნილთა სამინისტროს რეგიონალურ წარმომადგენელს თამაზ გვიმრაძის პოზიციებს იცავდა.

 

თამაზ გვიმრაძემ საკრებულოს წევრებს მაისში მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომბინატის დასახლებაში ახალი კორპუსები 480 დევნილზე იქნებოდა გათვალისწინებული, სადაც ის ადამიანები შესახლდებოდნენ, რომლებიც საბავშვო ბაღებში არ ცხოვრობდნენ.

 

,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები რამაზ იოსელიანი და ილია მეტრეველი, ასევე, ,,თავისუფალი დემოკრატები" - თამარ თედლიაშვილი და დავით წეწვაძე ითხოვდნენ, რომ ახალ კორპუსებში საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები შეესახლებინათ.

 

თამაზ გვიმრაძე პირობას დებდა, რომ საბავშვო ბაღების ფართები იქ მცხოვრებ დევნილებს დაუკანონდებოდათ და ადგილზევე დარჩებოდნენ. ხოლო ახალ კორპუსებში სასტუმრო ,,ქართლში", ,,ტურბაზაში" და ნარკოლოგიური ცენტრის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები გადავიდოდნენ.  არგუმენტი ის ჰქონდა, რომ  დევნილები იქ დიდი ხანია ცხოვრობენ. საბავშვო ბაღის ფართები წინა ხელისუფლების პერიოდში საცხოვრებელი პირობების შესაბამისად გადაკეთდაო, დაეთანხმა გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე.

 

მიუხედავად ამისა, საკრებულოზე მიწების გადაცემის საკითხი მაისში ვერ გავიდა. ოპოზიციამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. 

 

სწორედ, ამ ამბავს გულისხმობდა სოზარ სუბარი, როდესაც გუშინ კომბინატის ტერიტორიაზე, ნარკოლოგიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ესაუბრებოდა. მართალია, მაისში გორის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს მიწა ვერ გადასცა, თუმცა ზაფხულის ბოლოს ეს პრობლემა გადაწყდა.

 

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გორში,მოსკოვის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა.



ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები.


გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.



რვავე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს. მინისტრი სოზარ სუბარი გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტი დევნილებისთვის აქამდე არასდროს განხორციელებულა.  "პროექტის დასრულების შემდეგ გორში მცხოვრები დევნილები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, მთლიანად იქნებიან უზრუნველყოფილი ახალი ბინებით" - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა. 



მხარის გუბერნატორი დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ დაწყებული პროექტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.  კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების პრობლემა მოიხსნება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.
16:47 / 21.07.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის
სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში
მონაწილეობდა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში მონაწილეობდა.
15:29 / 21.07.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა.
კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
12:36 / 21.07.2026
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
ზაალ დუგლაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა Audi S8 მარკის ავტომობილი 341 750 ლარად შეიძინა.
11:30 / 21.07.2026
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის
პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის
ყველგან წაშლილია.
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია.
20:14 / 20.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.