რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მერიის წინ ველობილიკზე პარკინგი მოაწყეს
გორის მერიის წინ არსებულ ველობილიკზე მერიის თანამშრომლებმა პარკინგი მოაწყეს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები კიდევ ერთხელ კრიტიკის ქვეშ მოექცა.

ქალაქ გორისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერიდან გარკვეული თანხა ველობილიკებისთვის გაითვალისწინეს, თუმცა ქალაქის მერიამ ველობილიკები ისეთ ადგილებზე მოაწყო, სადაც ველოტრანსპორტით გადაადგილება შეულებელია.

ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომლითაც კომპანია ,,სითი საქართველო'' მერიას ველობილიკების მოსაწყობად რეკომენდაციებს სთავაზობდა. ექსპერტების შეფასებით, მერიას მეტი ყურადღება სანაპიროებისთვის უნდა დაეთმო:

,,ველობილიკების მოწყობა მდინარის სანაპიროზე გორის ერთ-ერთი სიმდიდრე, რაც შეიძლება კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორი გახდეს ველობილიკების დაგეგმვისთვის, მისი მდინარეთა სიუხვეა. შესაძლებელია მდინარეების სანაპიროების ისე დაგეგმვა, რომ მას მიუყვებოდეს ველო/საფეხმავლო ბილიკები გამწვანების ზოლთან ერთად. შედეგად ქვეითსაც და ველომომხმარებელსაც შეეძლება გადაადგილება გამწვანებულ ტერიტორიაზე.'' - აღნიშნულია ანგარიშში.

ექსპერტების შეფასებით, მდინარესთან სიახლოვე უზრუნველყოფს კარგ განიავებას, ხოლო გამწვანებული ზოლი კარგ საჩრდილობელს.

,,არამოტორიზებული ტრანსპორტის წახალისება პირდაპირ კავშირშია ემისიების შემცირებასთან, რომელიც ქალაქს მერების შეთანხმებით და ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი. ის ასევე კავშირშია დოკუმენტის სხვა ნაწილებში აღნიშნულ გეგმარებით მიზნებთან და კონცეფციებთან. ამასთან, ველობილიკების დაგეგმვისას, გასათვალისწინებელია:

- ველობილიკები ქალაქში უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ისინი იყოს ველოსიპედისტის მოთხოვნებზე მორგებული სხვა სახის ტრანსპორტისაგან დამოუკიდებლად.

- ველოსიპედის ქსელი უნდა იყოს უწყვეტი და უნდა აკავშირებდეს მიზიდულობის ცენტრებს (უმაღლესი და პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, სკოლები, ბაღები, პარკები, ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ა.შ.)

- ველობილიკი უნდა იყოს პრაქტიკული გამოყენების. ის უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მორგებული იყოს იმ გადაადგილებების მოთხოვნებზე, რაც ქალაქში არსებობს.

- მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, სასურველია ველობილიკი იყოს გამოყოფილი სხვა სატრანსპორტო საშუალებებისაგან კონსტრუქციულად ან შესაბამისი საგზაო ნიშნებითა და საგზაო მონიშვნით. თუმცა ნაკლები ფინანსური რესურსების პირობებში შესაძლებელია ე.წ. შერეული მარშრუტების დაგეგმვა, სადაც სიჩქარეთა შორის სხვაობა ველოსიპედისტსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებას შორის საგანგაშოდ დიდი არაა. მაგალითად იმ ქუჩებზე, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 30-40 კმ/სთ-ა, შესაძლებელია შერეული სარგებლობის ველობილიკების დაგეგმვა.

- ველობილიკები უნდა იყოს უსაფრთხო მომხმარებლებისათვის. მისი გეგმარება აუცილებლად უნდა მოხდეს დარგის სპეციალისტების მეშვეობით, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში მისი მოკლე პერიოდში ამორტიზება ან ფუნქციის დაკარგვა. შესაბამისად არამიზანშეწონილი და გაუმართლებელი ხარჯვა საბიუჯეტო თუ სხვა ფინანსებისა.''


ეს დოკუმენტი შედგენილია 2018 წელს, ხოლო გორში ველობილიკები 2020 წლის დეკემბერში მოაწყეს, მაშინ როდესაც, წლის ბოლომდე, მერიას თანხა უნდა აეთვისებინა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.