კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ძიუდოს კლუბი სოფელში - პანდემიისას


წინა საღამოს იწვიმა, ამიტომ პატარა ძიუდოისტებმა ე.წ. ცისკარას ხევში ტალახის გამო ვერ ივარჯიშეს. წელს, აგვისტოში წვიმები გახშირდა, შესაბამისად, მოზარდები იძულებულნი არიან ლოკაცია შეიცვალონ.

ვარჯიშს დილის 7 საათზე იწყებენ. ქვახვრელიდან უფლისციხემდე დისტანციას სირბილით ფარავენ, შემდეგ კი, კვერნაკის ქედზე რბოლაში ეჯიბრებიან. 8 საათზე მთიდან ჭალისკენ ეშვებიან და რესტორან ,,კაკლების“ ეზოში იკრიბებიან.

ამბავი, რომელსაც გიყვებით, ქვახვრელის ძიუდოს კლუბს ეხება. ეს კლუბი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელშია დაარსებული. მწვრთნელები არიან კახა თათრიშვილი და კახა მირუაშვილი.

პანდემიის პერიოდში, საჭიდაო დარბაზები დაიკეტა. ძიუდოს კლუბის წევრებმა სავარჯიშოდ ღია სივრცეში გადაინაცვლეს.

,,დილით ყოველთვის უფლისციხეში დავრბივართ. ამას მანამდეც ვაკეთებდით, მაგრამ რაც დარბაზები დაიკეტა, ღია სივრცეშივე დავიწყეთ სხვადასხვა ვარჯიშები, რაც სპორტსმენისთვის აუციელებელია. აქვე მოგვაქვს კიმანოები და რაც შეგვიძლია, ვავარჯიშებთ“ - ამბობს მწვრთნელი კახა თათრიშვილი.



ის ქვახვრელის ძიუდოს კლუბის დამფუძნებელია. წამოწყებაში ხელი შეუწყო ასევე თანასოფლელმა კახა მირუაშვილმა, რომელის სოფლის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობს.

,,ვიდრე სოფელში კლუბს ჩამოვაყალიბებდი, მანამდე გორში, თენაძეების დარბაზში ვმუშაობდი, იქაც მწვრთნელად. ვხედავდით, რომ ძიუდოზე ბევრი ბავშვი დადიოდა ქვახვრელიდან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ სოფელშივე დაგვეარსებინა კლუბი. გამოიყო ფინანსები, ხელფასიც დამინიშნეს და ასე დავიწყე ამ საქმის კეთება სოფელში’ - გვიყვება კახა თათრიშვილი.

10 წლის სოფლის კლუბში მხოლოდ 10 მოზარდი ვაჯიშობდა. წლების განმავლობაში მონაწილეთა რაოდენoბა გაიზარდა. ამჟამად, ქვახვრელის ძიუდოს კლუბში 40 მოზარდია გაწევრიანებული.



,,თავიდან როცა ამ შენობაში შემოვედი, მხოლოდ 10 ბავშვი დადიოდა. ოთახს ფანჯრებიც კი არ ჰქონდა. ხის ფირფიტები გავაკარით, რომ ქარისგან და წვიმისგან ყოფილიყო დაცული. დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. ახლა მოწესრიგებულია თითქმის ყველაფერი. გაზიც დამონტაჟებულია, ველოდებით უკვე აბონენტად რეგისტრაციას და ზამთარშიც გაზიც ჩაირთვება“ - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.

კახა თათრიშვილიც და კახა მირუაშვილიც ქვახვრელელები არიან.

დათო სადაღაშვილი ერთ-ერთია მოზარდებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის ძიუდოს კლუბის წევრია. ის დღეს 13 წლისაა, ხოლო ძიუდოეზე 9 წელია დადის. პირველ გამარჯვებას 23 კგ წონით კატეგორიაში ჩატარებულ შეჯიბრზე მიაღწია, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

მისი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვდეს. დარწმუნებულია, რომ თავდადებული შრომის შემდეგ, საწადელს მიაღწევს.



დათოსთვის ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი, წელს, ოლიმპიადაში ლაშა ბექაურის გამარჯვება გახდა. მას ასევე კარგად ახსოვს, წლების წინ, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ოლიმპიადაზე. დათოსთვის ორივე ჩემპიონი საამაყო პიროვნებაა და ცდილობს, მათ გზას გაყვეს.

,,ძიუდო ჩემთვის იცი რას ნიშნავს? ამ დროს შეიძლება ისეთი ილეთი გააკეთო, რომ...“ - ამ დროს დათომ პაუზა ითხოვა და შეეცადა თავისი სათქმელის ისე გადმოცემას, რომ ზუსტად გაგვეგო მისი დამოკიდებულება ძიუდოს მიმართ:

,,მოკლედ, ძალიან მრავალფეროვანია ძიუდო და ძალიან მიყვარს“ - ამბობს დათო.

სოფელში ჩვენი სტუმრობის დროს, კლუბში ვარჯიშობდა 10 წლის მარიამ გულიაშვილიც, რომელიც 8 წლის ასაკიდან ჭიდაობს. ის სოფელ ქვახვრელში სტუმრად იმყოფებოდა მამიდასთან და მამიდაშვილებთან. ცხოვრობს თელავში.

,,მე ჭიდაობა 8 წლის ასაკიდან დავიწყე, მაქვს 3 თასი და 16 მედალი მოპოვებული. თავიდან მამამ მირჩია, რომ მევლო ჭიდაობაზე. ქვახვრელში რომ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ ჩემი მამიდაშვილი ლუკა ამ კლუბში დადიოდა სავარჯიშოდ. მეც შევუერთდი კლუბს და სანამ სოფელში, მეც მათთან ერთად ვივარჯიშებ“ - გვითხრა მარიამმა.

დაახლოებით 9 საათითვის პატარა ძიუდოისტები უკვე სახლში წასასვლელად გაემზადნენ.დარბაზში კიდევ დიდხანს არ მოუწევთ დაბრუნება, რადგან ქვეყანაში კორონაპანდემიის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიუად გორის მუნიციპალიტეტში კოვიდის ახალი შემთხვევები 250-დან 300-მდე მერყეობს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით,
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით,
17:21 / 14.10.2021
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა
გაავრცელა.
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა გაავრცელა.
23:42 / 13.10.2021
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი;
აჭარული და ოსური ყოფა;
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
21:40 / 13.10.2021
ძველი, ისტორიული, თუმცა მოძველებული შენობა შესაბამის სტანდარტებს არ
აკმაყოფილებს
ძველი, ისტორიული, თუმცა მოძველებული შენობა შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
20:44 / 13.10.2021
ვიდეორეპორტაჟი
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
ფილმში ნახავთ ნინას დღევანდელ მდგომარეობას სოფელ ზემო ლეთეთში.
ის გორის უნივერსიტეტში ასწავლის, სადაც დისტანციური სწავლების მეთოდი კვლავ ძალაშია.
,,დედაჩემი მარღიევის გვარის იყო და წარმოშობით აქედან იყო, თქვენ?""
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.