რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პოლიცია ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს
წუხელ გვიან ღამით გორში ორი ადამიანი მოკლეს.

სამართალდამცავები 1966 წელს დაბადებულ მამაკაცს კ. ქ-ს ეძებენ, რომელმაც, თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯერ, ყოფილი ცოლის ქმარს გ. ჯ-ს, შემდეგ კი ყოფილ ცოლს ესროლა.

ინციდენტი ღამის 2 საათზე თვითმხილველების თვალწინ მოხდა.

იმ ღამით ისრაელიდან 25 წლის შვილი გარდაცვლილი ჩამოასვენეს.

მკვლელობაში ბრალდებული კ. ქ-ი ყოფილი ცოლის სახლში, გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენების დროს,  მივიდა.

ჩამოსვენებას მეორე ქმარიც, გ. ჯ-ც ესწრებოდა.

,,უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, როცა ხალხი ნელ-ნელა დაიშალა და სახლებში წავიდა. ამ დროს სროლა ატყდა. მკვლელმა იარაღიდან თავში ჯერ მეორე ქმარს ესროლა, შემდეგ ყოფილ ცოლს. თავიდან ტყვია  ასცდა ცოლს და გაქცევა სცადა, მაგრამ დაეწია ყოფილი ქმარი და ზურგიდან დაახალა" - ასეთია სურათი, რომელიც წუხელ კორპუსის მცხოვრებლებმა დაინახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს და ბრალდებულის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი
მოქალაქე მერს უპირისპირდება.

სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე მერს უპირისპირდება.

10:53 / 25.09.2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური სპეცოპერაცია
ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი
და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური სპეცოპერაცია ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.

10:43 / 25.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხალხმრავალ ადგილთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული პირი
სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხალხმრავალ ადგილთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
19:44 / 24.09.2026
ბაზრის ადმინისტრაცია გადასახადის მატებას ქვეყნის ეკონომიკურ
მდგომარეობას უკავშირებს. მოვაჭრეები ალტერნატივის გარეშე რჩებიან და
შიშობენ, რომ იჯარის ზრდა პროდუქტების ფასებზეც აისახება.
ბაზრის ადმინისტრაცია გადასახადის მატებას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. მოვაჭრეები ალტერნატივის გარეშე რჩებიან და შიშობენ, რომ იჯარის ზრდა პროდუქტების ფასებზეც აისახება.
19:06 / 24.09.2026
სკვერში, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკის გამო მუსიკალური ღონისძიება
გაუქმდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოს თანამშრომლებს დავით
აღმაშენებელზე ესაუბრება.
სკვერში, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკის გამო მუსიკალური ღონისძიება გაუქმდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოს თანამშრომლებს დავით აღმაშენებელზე ესაუბრება.
16:04 / 24.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.