რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორსა და ხაშურში უკანონოდ შენახული 9 პისტოლეტი და 1 სანადირო თოფი ამოიღეს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი - 1971 წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9 პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. ოპერაცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა.

ასევე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1994 წელს დაბადებული გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ხაშურში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი და 8 ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუსრულებელია.
13:15 / 10.11.2026
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მიმართა.
11:31 / 10.11.2026
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო ვერ ხერხდება.
10:37 / 10.11.2026
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე დაჯარიმდა.
21:13 / 09.11.2026
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი სამჯერ გაიზარდა.
16:54 / 09.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.