რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კონკურსი „ფინანსური განათლება მხატვრულად“
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი Finedu, წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ფინანსური განათლება მხატვრულად“.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან მოთხრობები, რომლებიც მხატვრული სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს, მკითხველებს მათ მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონკურსის დევიზია „დაწერე, აჩუქე, მოიგე!“. კონკურსის მთავარი იდეაა, დააფიქროს ადამიანები ფინანსური განათლების საკითხებზე და დაანახოს მათი აქტუალობა და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომლებიც ფულად პრიზებთან ერთად დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ.

ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: 1) ფინანსური განათლების საკითხების წარმოჩენა და 2) ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. პირველ კატეგორიაში შეაფასებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები, ხოლო ლიტერატურული ღირებულების ნაწილში შეფასება გაკეთდება ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების მიერ.

საკონკურსო ნამუშევრები 23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ფინალის 20 მონაწილის ვინაობა 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 9 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ასევე, ეხმიანება წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები.

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ: https://shorturl.at/adoFJ

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.