რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის კულტურის სააგენტო წუხს, რომ დაფინანსების 92% ხელფასებზე იხარჯება
ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის სააგენტოს ადმინისტრაცია წუხს, რომ ბიუჯეტის 92% ხელფასებზე იხარჯება. სააგენტოს ანგარიშში, რომელიც უწყებამ საკრებულოს გაუგზავნა წერია, რომ ააიპ-ს მიზერული თანხები რჩება იმის გასაკეთებლად, რაც ევალებათ.

"მოცემულ სიტუაციაში როცა სააგენტოს წლიური ბიუჯეტის 92% შეადგენს მხოლოდ სახელფასო ფონდი, შეუძლებელი ხდება დარჩენილი მიზერული თანხებით წლის განმავლობაში იმ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რაც უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს სააგენტოს საწესდებო მიზნების შესრულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი სააგენტო მთელი წლის განმავლობაში გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებსა და ღონისძიებებს", - აღნიშნულია სააგენტოს ფინანსურ ანგარიშში.

მაგალითისთვის, სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 1 052 107 ლარი გაიცა ერთ წელში, მაშინ როდესაც ღონისძიებებისთვის 460 383 ლარი დაიხარჯა.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სააგენტოში დასაქმებულია სულ 443 თანამშრომელი, რომლის უმრავლესობაც კერძოდ, 400 თანამშრომელი ხელშეკრულებით არის დასაქმებული.

ეს ის სააგენტოა, რომლის რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავეს, გირაოთი გაათავისუფლეს და ბრალდებულები არიან. მათ საქმეებს სასამართლო იხილავს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული
რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
15:41 / 27.10.2026
მისი თქმით, მოქალაქეების თანადგომით ბინის გარეშე დარჩენას გადაურჩა,
ხოლო მერიიდან გათავისუფლება მერიის კულტურის სამსახურის უფროსის
მოადგილის 18 000-ლარიანი წიგნის დაფინანსებაზე უარს უკავშირდება.
მისი თქმით, მოქალაქეების თანადგომით ბინის გარეშე დარჩენას გადაურჩა, ხოლო მერიიდან გათავისუფლება მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილის 18 000-ლარიანი წიგნის დაფინანსებაზე უარს უკავშირდება.
13:03 / 27.10.2026
პროკურორის მტკიცებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ოჯახის
წევრებს ნაჯახით ემუქრებოდა, თუმცა სასამართლოში დაზარალებულებმა
ჩვენება შეცვალეს.
პროკურორის მტკიცებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ოჯახის წევრებს ნაჯახით ემუქრებოდა, თუმცა სასამართლოში დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს.
11:22 / 27.10.2026
2026 წელს ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილის კომპანიას ბაღებისა და
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩააბარეს, მათ შორის დაუმთავრებელი
საგანმანათლებლო ობიექტების დასრულებაც.
2026 წელს ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილის კომპანიას ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩააბარეს, მათ შორის დაუმთავრებელი საგანმანათლებლო ობიექტების დასრულებაც.
20:03 / 26.10.2026
მინისტრის თქმით, შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი
არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები
შექმნა. ის 20 დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მინისტრის თქმით, შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა. ის 20 დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
19:13 / 26.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.