რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქალები, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს – დროული სკრინინგის შედეგი
იზოლდა ჯანაშვილი და ნინო ნაზარაშვილი წლებია სიმსივნეს ებრძვიან. დღეს მათი მორიგი ვიზიტი შედგა ექიმთან – ნინო ლომსაძესთან. ექიმი და მისი პაციენტები უკვე მეგობრები არიან, რადგან წლებია, ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.

მათი შეხვედრა მეგობრულ საუბარში გადადის. დიალოგში ირკვევა, რომ სიმსივნე აღარ წარმოადგენს ისეთ საშიშს, როგორც პირველ წლებში იზოლდა ჯანაშვილს და ნინო ნაზარაშვილს წარმოედგინათ.

,,ამ ორმა ქალბატონმა დაამარცხა სიმსივნე. ეს იმიტომ, რომ დროულად მოგვაკითხეს და დიაგნოზის დასმის შიში დაძლიეს" - სიამაყით გვიყვება ექიმი ნინო ლომსაძე.

ვიდრე სიმსივნეზე გამარჯვებული ქალბატონები მოვიდოდნენ, ფოიეში თავდაპირველად ნინო ექიმი დაგვხვდა. მას ხშირად უწევს ონკოლოგიურ პაციენტებთან ურთიერთობა, ვფიქრობდით, რომ ამ გარემოებას მის ხასიათზე და განწყობაზე უარყოფითი გავლენა ექნებოდა.

თუმცა დაგვხვდა ექიმი, რომელიც კიდევ მრავალი ადამიანის გვერდში დგომისთვის არის მზად; რომელიც პოზიტიური განწყობით კიდევ მრავალ ადამიანს სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის ხასიათზე განაწყობს.

ჩვენ ნინო ექიმისა და მისი პაციენტების შეხვედრას დავესწარით.

,,სირბილით მოვდიოდი დღეს აქეთ" - ჰყვება 83 წლის იზოლდა ჯანაშვილი. ის კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს და ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, ექიმების იმედი აქვს.

იზოლდა გვეუბნება, რომ 16 წლის წინ თავი შეუძლოთ იგრძნო. მაშინვე წავიდა ექიმთან, ჩაიტარა გამოკვლევები და სიმსივნის ნიშნები დაუდგინეს.

,,მე რომ მაშინ თავი შემეკავებინა, დამემალა ეს ტკივილები და არ მივსულიყავი ექიმთან, დამიგვიანდებოდა." - ამბობს იზოლდა.

იხსენებს, რომ ვიდრე ქვეყანა აირეოდა, მუშაობდა ქიმიურ ქარხანაში, რომელიც სოფელ გორიჯვრის ტერიტორიაზე არსებობდა.




,,ეს იყო ადგილწარმოების ქარხანა. ფხვნილები მზადდებოდა, ადრე ლილა და მელანი იყო, მაშინ სხვა ხსნარები არ იყო. მერე ფხვნილები შემოვიდა. ვამზადებდით შპალერის მაკეტებს. მერე დაინგრა ქვეყანა და ახლა აღარაფერი გვაქვს" - ამბობს იზოლდა ჯანაშვილი.

ნინო ნაზარაშვილი სოფელ ქვახვრელში ცხოვრობს. 2000 წლიდან გორის ავტოსადგურში მუშაობდა – გარემოვაჭრედ.

,,ზამთარი იყო თუ ზაფხული, არაფერს ვეპუებოდი. წვიმაში, მზეზე, თოვლში ვმუშაობდი. ვყიდდი სხვადასხვა საქონელს ავტოსადგურში. ადგილიც მქონდა და ისეც, ფეხითაც დავდიოდი და ისე ვმუშაობდი. 4 წლის წინ შევამჩნიე, რომ რაღაც კვანძი მქონდა მკერდთან. ტკივილები არ მქონდა, მაგრამ ძალიან უცნაურად მომეჩვენა. წავედი მაშინვე ექიმთან და გამოკვლევები ჩავიტარე. დამიდგინდა მეორე სტადიის სიმსივნე. მე რომ დროულად არ მივსულიყავი ექიმთან, სად წავიდოდა და ჩაჯდებოდა ეს კვანძი, კაცმა არ იცის. ძალიან მიშველა ამ დროულმა მიმართვამ"" - ამბობს ნინო ნაზარაშვილი.

ექიმმა ისიც დაამატა, რომ გარდა მკერდის კიბოსა, ნინო ნაზარაშვილს გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნე სხეულის კიდევ სხვა ორგანოში აღმოაჩნდა, რომელიც ასევე დროულად გამოავლინეს. ფაქტობრივად, ერთმა ქალმა კიბო ორჯერ დაამარცხა.

ექიმს, ნინო ლომსაძეც ვკითხეთ, თუ რამდენი წელია მუშაობს ონკოლოგიურ პაციენტებთან. გვითხრა, რომ 1995-96 წლიდან.

ნინო ექიმი სასწავლებელში მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით სწავლობდა და მუშაობის გაგრძელებასაც ამ კუთხით აპირებდა, თუმცა როდესაც პრაქტიკული სწავლების დროს, ონკოლოგიურ საავადმყოფოში მოუწია ყოფნა, გადაწყვიტა, რომ მომავალში თავისი ცოდნა ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად გამოეყენებინა. დღეს უკვე შეუძლია გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს.

ნინო ექიმი ამბობს, რომ 90-იანი წლების ბოლოს და შემდგომაც, ისეთ პერიოდში მოუწია მუშაობა, როდესაც ქვეყანაში არ არსებობდა კიბოს ადრეული გამოვლენისთვის საჭირო საშუალებები.

,,იყო პერიოდი, როდესაც პაციენტები მოგვმართავდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მეოთხე სტადია ჰქონდათ. ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემა იყო. დღეს სხვა სიტუაცია გვაქვს. გაახალგაზრდავდა კიბოს გამოვლენის შემთხვევები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ადრე და დროულად გამოვლინდება შემთხვევები, უფრო მარტივი და ადვილია მისი დამარცხება" - ამბობს ნინო ექიმი.

საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პაციენტები დაემშვიდობნენ ექიმს. მიიღეს რჩევები და სახლებში გაეშურნენ, სადაც შვილიშვილი ელოდებოდნენ და ცხოვრებას აგრძელებენ.

,,გორმედის" საავადმყოფოს ფოიეში, ერთ-ერთ კუთხეში ორი უცხო ქალი იჯდა. ექიმის დანახვაზე ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, რომ დიდი ხანია აპირებს კიბოზე გასინჯვას. მას ვუთხარით, რომ დღესვე უფასოდ შეეძლოთ სკრინინგის ჩატარება, რადგან სპეციალური აპარატით აღჭურვილი მანქანა გორის ცენტრში, საკრებულოს შენობის წინ იდგა. ქალმა გვითხრა, რომ აუცილებლად ეწვეოდა სკრინინგის ცენტრს.

გორის მთავარ მოედანზე განთავსებულ მანქანაში ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა სკრინინგი. როგორც საკრებულოს წევრმა თამარ მურალოვამ გვითხრა, რეგისტრაცია 80-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.




სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას.

კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.

40-70 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

25-60 წლის ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს: პაპ–ტესტის ჩატარებას და პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას. საჭიროებისამებრ ხდება ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

50-70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს გამოკვლევას ფარულ სისხლდენაზე. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია მორფოლოგიური გამოკვლევით. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

ჩაიტარეთ კიბოს სკრინინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელი ხართ, ან დროულად გამოავლინოთ დაავადების ნიშნები და ჩაიტაროთ მკურნალობა, რაც თქვენი ჯანმრთელობის და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტია იქნება.

დეტალური ინფორმაციის მისაღბად დარეკეთ 116001 ან 1505 ან ეწვიეთ FB- გვერდს „კიბოს სკრინინგი -Cancer Screening”
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25
წლის განმავლობაში.
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.
19:23 / 11.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.