რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გრაკლიანი გორაზე ყველა ტერასა ჩამონარეცხი მასისგან გაიწმინდება - სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, 2024 წელს ყველა ტერასა გაიწმინდება ზამთარში ჩამონარეცხი მასისაგან.

რაც შეეხება არქეოლოგიურ სამუშაოების, გათხრების გაგრძელება III, IV და V ტერასაზე.

III და IV ტერასებზე აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანის ნაგებობათა ნაშთები, გამოვლინდა მრავალფეროვანი კერამიკული მასალა და რამდენიმე ახალი კონსტრუქცია. ამავე III და IV ტერასების დასავლეთ ნაწილში გამოვლენილია აქემენიდური პერიოდის შენობის ნაშთი.

,,არც ერთ ძეგლზე არ არის შემორჩენილი პირვანდელი სახით მცირე არქტიტექტურის ისეთი იშვიათი ნიმუშები, როგორიც გრაკლიანის ძვ.წ. V-IV საუკუნეების საკრალური და უტილიტარული დანიშნულების კონსტრუქციებია.'' - აღნიშნავენ სააგენტოში.

განსაკუთრებით კარგად არის შემონახული ძვ.წ. II – I ათასწლეულის ნაშთები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არქეოლოგიური ძეგლის მხოლოდ უმცირესი ნაწილია გათხრილი, როგორც ნამოსახლარზე, ისე სამაროვანზე უკვე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით კერამიკული, რკინის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნაწარმი. ადგილობრივ ნახელავთან ერთად მოპოვებულია ძველი სამყაროს ცივილიზაციის ცენტრებში (მესოპოტამია, ირანი, საბერძნეთი, ეგვიპტე) დამზადებული ნივთები.

გრაკლიან გორაზე გაკეთდა საქართველოს არქეოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა – ნაწილობრივ გაითხარა წარწერიანი ტაძარი. აღმოჩნდა უძველესი წარწერა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურის საკითხები და საქართველო ყველაზე დიდი ცივილიზაციების რიგში ჩააყენა. 2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
აზრი აქვს იქ დგომას, ბრძოლას? მოდით, ცოტა ისტორიას გადავხედოთ და
შემდეგ განვსაზღვროთ ეს ყოველივე.
აზრი აქვს იქ დგომას, ბრძოლას? მოდით, ცოტა ისტორიას გადავხედოთ და შემდეგ განვსაზღვროთ ეს ყოველივე.
17:58 / 19.03.2025
გორის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში, სურსათის უვნებლობის
შესახებ, მოსწავლეებს
გორის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში, სურსათის უვნებლობის შესახებ, მოსწავლეებს
15:37 / 19.03.2025
ვადაგასული პირადობის მოწმობის გამოცვლისას, სახელის გრაფაში აღარ
ჩაუწერეს
ვადაგასული პირადობის მოწმობის გამოცვლისას, სახელის გრაფაში აღარ ჩაუწერეს
12:25 / 19.03.2025
ავარია ჯერ მსუბუქ ავტომანქანებს შეემთხვათ, შემდეგ კი, გაჩერებულ
მანქანებს შორის, ტრაილერმა ,,გაიარა

ავარია ჯერ მსუბუქ ავტომანქანებს შეემთხვათ, შემდეგ კი, გაჩერებულ მანქანებს შორის, ტრაილერმა ,,გაიარა",

10:18 / 19.03.2025
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და
მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში.
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში.
15:11 / 18.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.