ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქალაქე მაია კონიაშვილის მოთხოვნას პასუხობს და აცხადებს, რომ სოფელი გულიკაანთუბანი ისტორიულად დამოუკიდებელ დასახლებას წარმოადგენდა და ის სოფელ ატოცის შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა.
მაია კონიაშვილმა საკრებულოს 2023 წლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა და რიგგარეშე სხდომის მოწვევა ითხოვა. ადგილობრივების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად გულიკაანთუბანი ატოცს გამოეყო და ცალკე სოფლად დარეგისტრირდა, რასაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის დაკარგვა მოჰყვა.
ცნობისთვის, 2026 წლის ოქტომბრიდან გულიკაანთუბნის მოსახლეობა აღარ სარგებლობს შეღავათებითა და საპენსიო დანამატებით. სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
საკრებულოს განმარტებით კი, 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებით გულიკაანთუბანი ატოცისგან არ გამოუყვიათ და მისთვის ცალკე სოფლის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. „გადაწყვეტილება მხოლოდ არსებული სოფლის ტერიტორიაზე მისამართების ნუმერაციას შეეხებოდა", - ვკითხულობთ საკრებულოს წერილში.
საკრებულოს წერილში ასევე განმარტებულია, რომ გულიკაანთუბანი საარქივო მონაცემებში ჯერ კიდევ 1943 წლიდან მოიხსენიება. 1950 წლიდან ის ავლევის, ხოლო 1987 წლის მდგომარეობით ბრეთის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა. 2006 წლიდან კი ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულშია მითითებული.
როგორც „ქართლის ამბების" მიერ მომზადებულ სიუჟეტშია აღნიშნული, მოსახლეობამ მთავრობას სტატუსის აღდგენის თხოვნით უკვე მიმართა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები