რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ოქრუაშვილის საკითხები რომელიც საკრებულოს სხდომაზე ჩავარდა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 40 საკითხიდან 20 საკითხი ჩავარდა.

დაწუნებული პროექტების ავტორი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

ჩავარდნილ პროექტებს შორის ისეთი საკითხიც აღმოჩნდა, რომელიც საკრებულოს აპარატში შტატგარეშედ მომუშავე თანამშრომლების დამატებას და მათთვის პრემიების გაცემას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ჩავარდნილი პროექტების და, ასევე, დამტკიცებული საკითხების ჩამონათვალს.

ჩავარდნილი საკითხები, რომლის ავტორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

1. საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანა, ხელშეკრულების აყვანილ პირთა რაოდენობის გაზრდის შესახებ
2. შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებისთვის პრემიების მიცემის შესახებ
3. სატელეფონო ქოლცენტრის დაარსება,
4. ტონთიოს შენობაში საბავშვო ბაღის დაარსების თაობაზე, 
5. ლომჭაბუკის გვერდით ახალი ბაზრის მოწყობის თაობაზე,
6. მშვიდობის (თუ შინდისის, პროექტში არეულია ქუჩები) გამზირზე  27-29 ეზოს მოწესრიგების შესახებ
7. ვოლოგდის დასახლებაში სკვერის კეთილმოწყობის შესახებ
8. კომბინატის დასახლებაში მაცხოვრის ტაძრის მშენებლობის შესახებ
9. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწესრგების შესახებ
10. ქალაქ გორში უფასო სასადილოების მოწყობის შესახებ
11. ქალაქ გორში მცხოვრებ თამარ ქებაძის ერთჯერადი 500 ლარის ოდენობით დახმარების შესახებ
12. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ
13. გორიჯვრის ქუჩა #26 შენობის პრივატიზების შესახებ 
14. პირდაპირი განკარგვის გზით ქონების გადაცემის (სასყიდლიანი ფორმით)  წესის შეცვლის თაობაზე.
15. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასადილოს მეპატრონისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ
16. მშვიდობის გამზ. 10ა-ში სკვერის მოწყობა
17. მრავალშვილიან ოჯახის დახმარება
18. ბიოტუალეტების დადგმა ქალაქის ტურისტულ ადგილებზე,
19. სპორტული მოედნების მოწყობის შესახებ
20. საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის და მრავალშვილიან დედებისთვის ერთჯერადი 100 ლარის ოდენობით.

საკითხების მომხსენებელმა პაპუნა კობერიძემ აღნიშნა, რომ წარდგენილი პროექტების დიდი ნაწილს მერია ისედაც აკეთებს, შესაბამისად, მათი დამტკიცება არ მოხდა. ,,ხოლო იმის თქმა, რომ მე ესე მინდა გავაკეთო და არ ითვალისწინებ ბიუჯეტის მდგომარეობას, რომელიც უკვე გაწერილია და შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაუშვებლად მიმაჩნია" - განაცხადა პაპუნა კობერიძემნ, ,,ეროვნული ფორუმიდან"


მოწონებული პროექტები, რომლის ინიციატორი მერია იყო:

21. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ” 
22. „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების შესახებ“ 
23. “მუნიციპალიტეტის ქონების პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ხელშეკრულებით გადასაცემი ქონების ქირის საწყისი თვიური საფასურის განსაზღვრის შესახებ” 
24. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” 
25. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების ს.ს „იავნანსთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის გამოხატვის შესახებ“ 
26. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” 
27. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” 
28.“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფ.პ ნინო იმერლიშვილისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” 
29. ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ” 
30. ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” 
34. “ქალაქ გორში ცალკეულ ქუჩებზე დამონტაჟებული და დასამონტაჟებელი საგზაო ნიშნების ნუსხის დამტკიცების შესახებ” 
35. “ქუჩის სახელდების შესახებ” 
36. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ანგარიში 
37. ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.

სხდომის დამთავრების შემდეგ ქართული პარტიის წარმომადგენელმა ლერი ლაფაჩმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" წევრებს პრემიების საკითხი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თუმცა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჩავარდნილ საკითხებს შორის, სწორედ, ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული, პრემიების გაცემის მოთხოვნის შესახებ, საკითხი აღმოაჩინეს.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.