ახალი ამბები
როგორ აღმოჩნდა გატაცებული კობა დავითაშვილი გორის ჰოსპიტალში
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნილია.

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.

კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თავისთან კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები და ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.

ზურაბ ადეიშვილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით ქარსელაძემ, 2007 წლის 07 ნოემბერს, დილის საათებიდან შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ,,ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილა, სადაც მალევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა კობა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ამის შესახებ დავით ქარსელაძეს აცნობა, რომელიც თავის მხრივ შემდგომი მითითების მისაღებად ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ თავისუფლება აღეკვეთათ კობა დავითაშვილისთვის და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში. ამ დავალების შესაბამისად, ედიშერ კობახიძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმელებთან ერთად, ძალადობის გამოყენებით კობა დავითაშვილი იძულებით ჩასვა იქვე მდგარ თეთრი ფერის ,,ფორდი“-ს მარკის ავტომობილში, რის შემდეგაც გაერიდნენ ბაზრობის ტერიტორიას. ვინაიდან, კობა დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას, თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, ედიშერ კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ დავით ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც, გატაცებული და ნაცემი კობა დავითაშვილი ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 08 საათამდე.

აღნიშნულ საქმეზე, დღეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას", - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
3-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს
განაახლებს.
3-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს.
13:01 / 25.02.2021
,,ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი
რაოდენობის ძველი ნიმუშის
,,ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის
12:24 / 25.02.2021
გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის
საბავშვო ბაღები, რომლებიც,
გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები, რომლებიც,
17:11 / 24.02.2021
,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს
ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური

,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური

15:36 / 24.02.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.