რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული
მოიპოვა.
რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ზემძიმე წონაში მოასპარეზე 22 წლის საჩხერელმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (473 კგ) და 22 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ გორ მინასიანს (სომხეთი).
მესამე ადგილი ერგო კიდევ ერთ ქართველ ათლეტს, ირაკლი თურმანიძეს. 31 წლის ქობულეთელმა ვეტერანმა ორი მოძრაობის ჯამში 448 კილოგრამი ასწია და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ირანელმა ბეჰდად სალიმიკორდასიაბიმ, რომელიც ატაცის შემდეგ მსოფლიო რეკორდით ლიდერობდა (216 კგ), აკვრაში საწყისი წონა ვერ დაძლია და ასპარეზობას გამოეთიშა.
16 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შეჰმატა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 22 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სძლია იაპონელ ტომოჰირო ინოუეს და „ბრინჯაო“ მოიპოვა.
რიოს თამაშების მე-11 დღის შემდეგ საქართველოს სპორტსმენთა ანგარიშზეა ხუთი მედალი: ერთი „ოქრო“, ერთი „ვერცხლი“ და სამი „ბრინჯაო“.
წყარო რადიო ,,თავისუფლება"

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები