რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა
28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა დააწესეს და 2002 წლიდან აღინიშნება.

სახალხო დამცველის შეფასებით, ბოლო პერდიოდში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მოლოდინი გაჩნდა.

მისი აზრით, ახალმა აქტმა უნდა აღმოფხვრას დღეს არსებული ძირითადი პრობლემები, როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის, შესაბამისი სანქციების არარსებობა და სხვა.

2014 წელს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი პარლამენტსა და მთავრობას 2015 წლის გაზაფხულზე წარედგინებოდა.

აღნიშნული ვადის გასვლის მიუხედავად, კანონპროექტის წარდგენა არ მომხდარა. მიმდინარე წლის ივლისში მიღებული მთავრობის დადგენილებით, ახალ თარიღად 2016 წელი განისაზღვრა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დასახული გეგმა ამჯერად მაინც შესრულდება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ინიცირებამდე ჯეროვანი დისკუსიები შედგეს და დაინტერესებულ პირებს განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ, ხოლო დოკუმენტში ყოველგვარი ცვლილება გამჭვირვალედ და დასაბუთებულად განხორციელდეს.

ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური მოხსენების ნაწილია.

2016 წლის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პარლამენტს, მიიღოს ცვლილებები, რომლითაც ხელმისაწვდომი გახდება საჯარო დაწესებულებებში დაცული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირებისა და თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან.

ასევე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, დროულად მოახდინოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიცირება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს – განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ კონვენციის“ რატიფიკაციისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად. აღნიშნული რეკომენდაციები ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.