რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს
მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ბაღების გაშენება სურს, თიბისი ბანკი საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებს, შეუძლიათ თანხის ნაწილი თიბისი ბანკისგან გამარტივებული პირობებით ისესხონ. სახელმწიფო პროგრამის „ბაღების კომპონენტი“ მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს.

ფერმერებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ გრანტის სახით მიიღონ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანამედროვე სარწყავი სისტემის გასამართად საჭირო თანხის 50%. დარჩენილი თანხის მოზიდვა კი მათ თიბისი ბანკისგან შეუძლიათ, რომელიც პროგრამაში მონაწილე პირებს სესხზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს.

კერძოდ, სესხის თანხა განსაზღვრულია 10 000 ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი 18%-დან, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით ან/და შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფის გარეშე მიიღოს ზემოთხსენებული სესხი.

სესხის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ბენეფიციარს მფლობელობაში ჰქონდეს მინიმუმ 1 ჰა მიწის ფართობი საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი. გასაშენებელი მრავალწლოვანი კულტურების ჩამონათვალი დიდია და შეზღუდვა მხოლოდ ვაზის გაშენებაზე მოქმედებს.

„თიბისი ბანკი 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული აგრო მიმართულების დაფინანსებაში. ჩვენს კლიენტებს არაერთი პროექტი შევთავაზეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რაც აგრო სექტორში ჩართულ ადამიანებს თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.

ამჯერად, შევიმუშავეთ პროექტი „დანერგე მომავალი თიბისი ბანკთან ერთად“, რაც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ისარგებლონ აგრო სესხის გამარტივებული პირობებით და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებაში და საშუალება მივცეთ ფიზიკურ პირებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს მიმართულებები,“ - აცხადებს ნინო მასურაშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.


პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, კერძოდ, მათ შეუძლიათ გაიარონ ტრენინგები და კონსულტაციები.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია კერძო სექტორისა და საფინანსო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა ისეთი ინოვაციური, მდგრადი და ქმედითი მოდელების განხორციელების პროცესში, რომლებიც სტიმულს მისცემენ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას,“
- აცხადებს მარიანა მორგოშია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი.

პროექტის „დანერგე მომავალი“ მიზანია საქართველოში გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ან კონსულტაცია გაიარონ როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით.


R
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი,
იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას
სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი, იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
16:37 / 26.09.2026
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის
სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის
სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა,
ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა, ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
12:37 / 26.09.2026
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე
კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი
მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან
ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს
ყურადღებას.
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.
11:53 / 26.09.2026
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის
მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ
ან კითხვებს არ პასუხობენ.
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ან კითხვებს არ პასუხობენ.
10:58 / 26.09.2026
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის
მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
22:00 / 25.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.