რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თემურ ხუბულური ხურვალეთში, შავშვებში, ატენსა და ხიდისთავში
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ხურვალეთის, შავშვების დევნილთა
ჩასახლებების, ატენისა და ხიდისთავის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე და მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
დეპუტატობის კანდიდატმა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობისთვის განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა.
„ კომუნიკაცია, ინფორმირება , მუდმივად დიალოგის რეჟიმში ყოფნა, ესაა ჩემი მთავრი დაპირება. მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი პრობლემებს ზედაპირზე ამოსწევს. საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოპოვების შემთხვევაში სწორედ მე ვიქნები ამ პრობლემების დროულად მოგვარების გარანტი. ადგილობრივების მოთხოვნას „სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მინიჭების საკითხის გადახედვა წარმოადგენდა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს დეტალურად შეისწავლონ თითოეული ბენეფიციარის საქმე და „სოციალურად დაუცველ პირთა“ სტატუსის მინიჭების საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ.
ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დავიწყებ აღნიშნულ საკითზე აქტიურად მუშაობას და პირადად გავეცნობი ჩემს რაიონში თითოეული ბენეფიციალის საქმის დეტალებს. გორის რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სახელოვანი სპორტსმენებით. მე მსურს ჩემს რაიონში სპორტს ეკავოს ერთერთი წამყვანი პოზიცია. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დაკვიდრების მიზნით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა სოფელში სპორტული კომპლექსების, მინი სტადიონების მოწყობა“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები