რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ხაშურში ,,გამრეკელის" მოგებული ტენდერით შესაძლოა ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესდეს
ხაშურში, კომპანია ,,გამრეკელის" მიერ ნახევარ ფასად მოგებული ტენდერის ფაქტით, შესაძლოა, ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესდეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნულ სამსახურს უკვე მიმართა.

საქმე ერთი თვის წინ სოფლების, ახალსოფლისა და ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე სურამულას გაწმენდით სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

30 ათას ლარიან ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა.

პრეტენდეტები ერთმანეთს 27 ათასი ლარიდან ეჯიბრებოდნენ.

მესამე რაუნდში ერთმანეთის პირისპირ, დაბალი ფასებით ,,რეალ ენერჯი" და ,,გამრეკელი" დაუპირისპირდნენ.

კომპანია ,,გამრეკელმა" საბოლოო ფასი, დაახლოებით 15 ათასი ლარის ოდენობით მიუთითა, რაც ფაქტობრივად, საწყისი ფასის განახევრებულია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურმა აღნიშნული კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა.

,,რეალ ენერჯიმ" გამგეობის შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში, შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა.

კომპანია ,,რეალ ენერჯის" აზრით, ,,გამრეკელის" მიერ წარდგენილი გარკვეული სახის დოკუმენტაცია არ პასუხობს სატენდერო პირობებს.

კერძოდ, 2016 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს გამრეკელს შპს მშენ-ბენისთვის გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც მითითებულია 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული #16 ხელშეკრულების "მომსახურება".

,,ხსენებულ საგადასახადო ფაქტურას ზედა მარცხენა კუთხეში აწერია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ გადაგზავნილია და არ არის დადასტურებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში არ არის წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა #2, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები, რითაც დადასტურდებოდა პრეტენდენტის მხრიდან ანალოგიური ან სხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ასევე, არაა წარმოდგენილი ელექტრონულ ტენდერში არც ერთ სხვა დანარჩენ ხელშეკრულებაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა #2." - აღნიშნავს ,,რეალ ენერჯის" წარმომადგენელი.

გარდა ამისა, 2016 წლის 03 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენდენტის მტკიცებით დამკვეთისთვის შპს სტანდარტმშენისთვის შესრულებული აქვს 25 000 ლარის სამუშაო და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ გადაგზავნილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც ასევე არაა აქვს დამკვეთს დამოწმებული.

,,შესაბამისად, ვთვლით, რომ პრეტენდენტს - შპს გამრეკელს არა აქვს ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 80 000 ლარს." - სწერს ,,რეალ ენერჯის" წარმომადგენლი შესყიდვების სააგენტოს და ითხოვს ,,გამრეკელის" ჩამოცილებას ტენდერიდან.

შესყიდვების სააგენტომ იმსჯელა ,,რეალ ენერჯის" საჩივრის თაობაზე და არ დააკმაყოფილა. დავების საბჭოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, თუ რამდენად შეასრულა ,,გამრეკელმა" წინანდელი სამუშაოები, არამედ, დაადასტურა, რომ ხაშურის გამგეობის შესყიდვების სამსახური კომპანიებს ანგარიშფაქტურების წარდგენას არ ავალდებულებდა.

შესყიდვის პირობების თანახმად, კომპანიებს მხოლოდ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და ექსპერტიზის პასუხების წარდგენა ევალებოდა.

,,გამრეკელის" წარმომადგენლის აზრით, "გამრეკელს" ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაბალ ფასად შესრულება საწვავის და ოპერატორების ხელფასის ფასად შეეძლო. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრებაში საჭირო ტექნიკაც გააჩნია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუსრულებელია.
13:15 / 10.11.2026
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მიმართა.
11:31 / 10.11.2026
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო ვერ ხერხდება.
10:37 / 10.11.2026
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე დაჯარიმდა.
21:13 / 09.11.2026
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი სამჯერ გაიზარდა.
16:54 / 09.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.