რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
10 თვის მონაცემებით პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა
„EnoExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს
მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია
მონაწილეობდა:
„ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი მარანი“ და „ქიმერიონი“.
გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ესენია:
კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ - ბრინჯაო;
კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 - ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ - 2012 - ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ - ვერცხლი.
სამდღიანი გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება, იქვე გამოცხვა ხაჭაპური, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს მიეცა.
გამოფენაზე ღვინის კომპანიებმა საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ადგილობრივ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან. მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.
2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამავე კატეგორიაში

ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.

აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი 1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება - 334 000 ლარი.

2023 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 10 ლარით გაიზარდა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები