რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გამგეობის ვალდებულებები ახალი ნაგავმზიდების გადაცემის შემდეგ
საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდი 2 ცალ კომპაქტორიან ნაგავმზიდ მანქანას და 100 ცალ ნარჩენების კონტეინერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცემს.

ამის თაობაზე გადაწვეტილება რაიონის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, მუნიციპალიტეტს გამგებელს, 521 814 ლარის ღირებულების ქონების შეძენის მიზნით, ფონდთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება მიეცა.

ხელშეკრულების პროექტში წერია, რომ ქონების გადაცემა სესხის სახით მოხდება. მითითებული თანხა კი, 10 წლის განმავლობაში 2019 წლიდან უნდა დაიფაროს.

,,სესხის ოდენობა საბოლოოდ დაზუსტდება პროექტის ქონების სრულად გადაცემის შემდეგ. სესხის ხანგრძლივობა 10 წელი; საშეღავათო პერიოდი 2019 წლის 28 ოქტომბრამდე; საპროცენტო განაკვეთი: რეფინანსირების განაკვეთს+0,5%; გაცემის საკომისიო - სესხის თანხის 1%; აუთვისებელი სესხის ძირი - (ვალდებულების საკომისიო - commitment fee) 0,5%. სესხის ძირზე პროცენტის დარიცხვის ვადის ათვლა იწყება პირველი ტრანშის გაცემის თარიღიდან." - წერია ხელშეკრულების პროექტში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2016 წლის 12 ივლისს გაფორმებული გრანტისა და სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში. 

ქონების გადაცემის შემდეგ გამგეობამ უნდა უზრუნველყოს პროექტის ქონების გამოყენებით შეგროვებული ყველა ნარჩენის განთავსება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად მოქმედ ნაგავსაყრელზე;

ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დააწესოს და აწარმოოს ნარჩენების შეგროვების ტარიფების ამოღება საბოლოო მომხმარებლისგან;

ნაგავსაყრელის მშენებლობის ხელშეკრულების და/ან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ბენეფიციარის ვალდებულებების შესაბამისად, შპს - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ან მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა კომპანიასთან, თითოეული ახალი ნაგავსაყრელისთვის, რომელიც ბენეფიციარის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაიწყებს ფუნქციონირებას მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის მანძილზე, გააფორმოს საჯარო მომსახურეობების ხელშეკრულება;

ნარჩენების შემგროვებელ და ნარჩენების მართვის მომსახურეობის კომპანიებთან გააფორმოს საჯარო მომსახურების ხელშეკრულებები, თუ ბენეფიციარის მიერ გამოყენებული იქნება ამგვარი მომსახურეობის კომპანიები;

განახორციელოს გარემოს დაცვითი და სოციალური მართვის გეგმა და ნარჩენების მართვის გეგმა;

დააზღვიოს ფონდის მიერ გადაცემული კომპაქტორიანი ნაგვის მანქან(ები)ა; უზრუნველყოს პროექტის ქონების გამართული ფუნქციონირება;

კომპაქტორიანი ნაგვის მანქან(ებს)ას ჩაუტაროს ტექნიკური დათვალიერება საქართველოს კანონმდებლობისა და მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად.

დაუყოვნებლივ შეატყობინოს ფონდს ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით რაიმე შემთხვევის დადგომის შესახებ, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, მოსახლეობასა და დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, აღნიშნული შემთხვევის ხასიათი და მის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ზომები. 

 

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. თუმცა, დაკონკრეტებული არაა, ხელმოწერიდან რა ვადაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუსრულებელია.
13:15 / 10.11.2026
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მიმართა.
11:31 / 10.11.2026
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო ვერ ხერხდება.
10:37 / 10.11.2026
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე დაჯარიმდა.
21:13 / 09.11.2026
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი სამჯერ გაიზარდა.
16:54 / 09.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.