რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ტრენინგების კურსი ,,აქტიური სწავლება საგნებში" 7 ათას მასწავლებელზეა გათვლილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7 000-ზე მეტ მასწავლებელს “აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგის კურსს შესთავაზებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ტარდება.

საგნობრივი ტრენინგები 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდება და დაგეგმილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადება, რომლებმაც, მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, უკვე გაიარეს ზოგადპროფესიული უნარების კურსის მოდულები 2016-2017 წელს.

ტრენინგი ითვალისწინებს უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მონაწილეობას, შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები.

ამჟამად, უკვე დასრულდა ტრენინგის ექვსი მოდულების საცდელი ფაზა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის სწავლებაში. საცდელ ფაზაში ცენტრის 132 ტრენერი იღებდა მონაწილეობას.

„აქტიური სწავლება მასწავლებლებში“ ტრენინგი ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას, სადაც მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და შეიმუშაონ ამ მიდგომების სასწავლო პრაქტიკაში ინტეგრირების გეგმა.

ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული და XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადოს. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8
მაისს გამოიტანა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

14:35 / 23.05.2025
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.