რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
შსს: ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოვლენილია
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

თანხის გადახდის შემდგომ, ჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით (ნამდვილით და ყალბით) შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის (სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ), ასევე, ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს დანიშნულ დროს, აეროპორტში მისვლამდე ყალბ პასპორტებს გადასცემდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულების ავიარეისებზე პარალელურად გადიოდნენ. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის საპირფარეშოში, ბერკანტ დ. ევროპის მიმართულებით აღებულ ჩასხდომის ბარათსა და ყალბ პასპორტზე საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველ ყალბ თარიღ-დამღას სვამდა.

ამის შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნული პირები მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილ, ირანულ პასპორტებსა და თურქეთის მიმართულებით ჩასხდომის ბარათს წარუდგენდნენ, საზღვრის კვეთის შემდგომ კი უკვე ყალბი პასპორტითა და ევროპის მიმართულებით აღებული ჩასხდომის ბარათით, რომელზეც საზღვრის კვეთის ყალბი თარიღ-დამღა იყო დასმული, ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

სქემის თანახმად, ევროპის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი დროში მცირედით წინ უსწრებდა თურქეთის მიმართულებით მიმავალ რეისს, რის გამოც, მგზავრის დაკლების შემდგომ, ავიაკომპანია მათ მოძიებას ვეღარ ახერხებდა.

სქემის გამოვლენის შემდგომ, მიმდინარე წლის აპრილში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მოქალაქის მცდელობა, თურქეთის ნაცვლად, ევროპაში ყალბი პასპორტით გამგზავრებულიყო, ადგილზე აღკვეთა.

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების ამ ეტაპზე დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ.,
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ბეჭდისა და დოკუმენტების დამზადება, შენახვა, გასაღების ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველი ყალბი თარიღ-დამღა და სხვადასხვა ქვეყნის ყალბი პასპორტები. ამავე მუხლის ბრალდებით დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა თბილისში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ზემოხსენებული დანაშულებრივი სქემით უნდა ესარგებლათ.

დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.