რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა
სახალხო დამცველმა სხვადასხვა სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და პრობლემების მოგვარების გზები განიხილეს.

სახალხო დამცველი წლებია სწავლობს გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე მხარეს მცხოვრებ პირთა პრობლემებს და რეგულარულად ასახავს თავის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

შეხვედრაზე განიხილეს მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის და სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხები;

ასევე,რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მომსახურების მიღება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარსა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაზე.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციები შეიმუშავა საქართველოს მთავრობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი:

• უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების მოწყობა და რეგიონს გადაეცეს ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებსაც მოემსახურება

• გამოყოს დამატებითი რესურსები სამედიცინო პერსონალის ფინანსური და მატერიალური დახმარებისა და მათი პროფესიული გადამზადების მიზნით. უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი აღჭურვა
• უმოკლეს ვადაში გადასცეს სასწრაფო დახმარების მანქანა საბერიოს სასწრაფო დახმარების ცენტრს

• მიიღოს ყველა ზომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დასახმარებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერვისებს სთავაზობენ ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.

• უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნა ზუგდიდში, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებსაც მოემსახურება.

• შეიმუშაონ მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მომზადდეს ცვლილებები „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიმართ, მიუხედავად მოქალაქეობისა, სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს ერთგვაროვან პრაქტიკას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.