რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხვალ გორში ხელმოწერებს შეაგროვებენ
პარლამენტში გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 30 000 ხელმოწერის შეგროვება დაიწყო.

ხელმოწერების შეგროვების მორიგი რაუნდი ხვალ, 25 მაისს, 11:00 საათზე, გორში, ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“-ის მიერ NIMD-ის ოფისში (ანტონოვის ქ.N1) გაიმართება.

აქტიური მოქალაქეები საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურებენ გენდერული თანასწორობის იდეის მხარდაჭერას.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task Force), რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

ხელმოწერების შეგროვებას და საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.
ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ივნისამდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გახდეს საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერი.
****
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:  ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“;
თბილისი, ბარათაშვილის ქ. 6/10; ტელ : 2 989217

საკოტაქტო პირები: თამარ აბრამიშვილი (599 337 508) ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it მაია კუპრავა-შარვაშიძე (599 572 507) ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია,
ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

13:11 / 04.07.2025
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.