რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
დღეიდან FM სიხშირეს ახალი რადიო ტალღა ,,მოზაიკა" შეემატება
დღეიდან FM სიხშირეს ახალი რადიო ტალღა, ,,მოზაიკა"  შეემატება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სათემო რადიოდან აცნობეს. სათემო რადიოს წარმომადგენლის ცნობით, ,,მოზაიკა"-ს  მოსმენა შიდა ქართლში და მის შემოგარენში, ასევე, ცხინვალში მყოფ ადამიანებს FM 97, 8-ზე შეეძლებათ.

ამ წუთებში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და რადიო მაუწყებლობას დაიწყებს. ,,მოზაიკას“ გუნდი კი მსმენელს საინტერესო საეთერო ბადეს ჰპირდება.

"მოზაიკა" იქნება პირველი სათემო რადიო გორში, რომელიც სათემო კულტურის დანეგვასთან ერთად, იზრუნებს თემის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, გორში იმ სამოქალაქო ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც თავად მოახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას და დაინახავს მასზე ხმამაღლა, ღიად და საჯაროდ საუბრის აუცილებლობას ჩვენი ეთერიდან საკუთარ გამოცდილებაზე, პრობლემაზე, გამოწვევებსა და შეხედულებებზე საუბრის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება მნიშვნელოვანია. ჩვენი რადიო გამორჩეული იქნება იმით, რომ მისი საეთერო ბადე უშუალოდ თემის წევრების ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისიწნებით დაიგეგმება.” -ამბობს რადიო ,,მოზაიკას“ დირექტორი გვანცა დოლუაშვილი.

რადიო ,,მოზაიკა“ თემში მცხოვრებ უბრალო მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა სექტრორის წარმომადგენლებს თავისუფალ მიკროფონს დაუთმობს. ახალი სეზონიდან კი, რომელიც შემოდგომით დაიწყება ეთერს პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული გადაცემები მოიცავს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.