რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მორიგი ავარია ძველ ბაზართან - ოთხი უბნიდან მიმავალ მანქანებს გზა ვერ იტევს
დღეს, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, 26 მაისის სანაპიროსა და მშვიდობის გამზირის ქუჩების გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მანქანას, ტაქსის სანომრე ნიშნით, მარცხენა მხრიდან მეორე ავტომანქანა ისეთი სიძლიერით შეეჯახა, რომ ორივე მათგანმა ტრაექტორია შეიცვალა.

შსს სამინისტროს ცნობით, ადგილი ჰქონდა შეჯახებას: ,,მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს, იყო შეჯახება და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა" - აცხადებს პრეს-სამსახური.

ოთხი ქუჩის გადამკვეთ ადგილას შადრევანია და წრიულ მოძრაობას ცალკე ბარიერებიც არეგულირებს. მიუხედავად ამისა, გადატვირთული მოძრაობის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები მაინც ხშირია.

აქ ერთმანეთს კომბინატის, წმინდაწყლის, ცენტრისა და წყაროსუბნისკენ მიმავალი მანქანები ხვდება. გორის მერიაში აცხადებენ, რომ კომბინატსა და წმინდაწყალს მდინარე ლიახვზე კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი სჭირდება.

,,ხარჯების სიძვირიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შესაბამისი თანხები არ გაგვაჩნია. თვითონ პროექტის შედგენაც თავის მხრივ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ახალი ხიდის აშენების იდეა დიდი ხანია არსებობს" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სოციალურ ქსელში ,,ლაივსტრიმის" საშუალებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი
ხელს უწყობს
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს
21:09 / 22.09.2026
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026
წლის ზაფხულში კასპის
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კასპის
17:38 / 22.09.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.