რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აგვისტოს ომში გაუჩინარებული ძმა და გორში დაკარგული სოციალური დახმარება
ჯუმბერ ფარქაშვილი აგვისტოს ომში გაუჩინარებულ ძმას ისევ ელოდება.  მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ბეჟან ფარქაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, ჯუმბერ ფარქაშვილი მისი გამოჩენის იმედს მაინც არ კარგავს.

ბეჟან ფარქაშვილი, 9 კარალელ მოქალაქესთან ერთად, შეიარაღებულმა სამოქალაქო პირებმა 2008 წლის 13 აგვისტოს გაიტაცეს. ქართველი ტყვეები ცხინვალიდან შინ ყველა უკლებლივ დაბრუნდნენ, ბეჟანი კი, უკან აღარ დაბრუნებულა. თანასოფლელები ამბობენ, რომ კრინიმალური დაჯგუფების წევრები ბეჟანს გზაში სასტიკად სცემდნენ, რადგან, როგორც ეთნიკურად ოსს, ,,მოღალატედ" სთვლიდნენ. 

,,ბეჟანი ცდილობდა თანასოფლელების დახმარებას. მეც ოსი ვარ, ამათ ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ და არ მოკლათო. მამაჩემიც მიჰყავდათ ტყვედ, მაგრამ რუსის ჯარისკაცებმა დაუყვირეს, სად მიგყავთ ეგ მოხუცი კაციო. მამაჩემი აღარ წაიყვანეს, დანარჩენები კი, ჩემ ძმასთან ერთად ტყვედ აიყვანეს" - იხსენებს ჯუმბერ ფარქაშვილი.

მას 2017 წლის იანვრიდან სოციალური დახმარება მოუხსნეს, რომელსაც 2015 წლიდან იღებდა. დახმარების შეწყვეტის მიზეზი ახალი ნორმა გახდა, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა. შეფასებათა კრიტერიუმის მიხედვით, მართალია, საყოფაცხოვრებო ნივთები აღარ ითვლება სიმდიდრედ, თუმცა, კომუნალური გადასახადების (წყალი, დენი, დასუფთავება) რაოდენობით ჯუმბერ ფარქაშვილი ღატაკად აღარ ჩათვალეს.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ჯუმბერ ფარქაშვილი ნაკვეთში ვერ მუშაობს, დასაქმება მისთვის ხელმიუწვდომელია, კარალეთში მარტო ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც გადაადგილება უჭირს, გადაწყვიტა მეუღლე მასთან ერთად ჩაეწერა

,,ჩემი მეუღლე აქ მხოლოდ რამდენიმე დღე მოდის, თბილისში მუშაობს მომვლელად, შვილებიც ცალკე ცხოვრობენ, თავიანთი ოჯახებით. სოფელში ძირითადად მარტო ვცხოვრობ. ძირითადად, პრობლემას საკვები პროდუქტების შეძენის დროს, ვაწყდები. პენსია, რომელიც დანიშნული მაქვს, სამი წლის კრედიტის სახით, წინასწარ ავიღე. ამჟამად, პენსიის თანხა იქვითება" - ამბობს ჯუმბერ ფარქაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯუმბერ ფარქაშვილს სოციალური დახმარების მიღების თხოვნით, შეუძლია, ახალი განაცხადი 2017 წლის დეკემბერში შეავსოს, რადგან მისი ხელახალი გადამოწმება 2016 წლის დეკემბერში მოხდა.

რაც შეეხება მისი ძმის ბეჟანის ისტორიას, კარალელები ჰყვებიან (სახალხო დამცველის წარმომადგენლებისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებების მიხედვით), რომ იმ საღამოს ერთმა ოსმა ჯარისკაცმა საკუთარ სახლში წაიყვანა. 

,,მთელი გზა ბეჟანს გაზელის ტიპის მიკროავტობუსში სცემდნენ. გზად აჩერებდნენ და თავიანთ ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, ტყვეები გვყავს და არ დახოცავთო? უარი რომ ყველასგან მიიღეს, ბოლოს დაიყვირა ერთმა - მე მოვკლავო. მერე ერთი ოსი ჯარისკაცი აღმოჩნდა ჩვენი მხსნელი, დედით ქართველი. 7-წლამდე ერთ-ერთ ქართულ სოფელში იზრდებოდა. იმან გვითხრა, ეგენი ქართველებზე გამწარებულები არიან, ბავშვობაში და მოუკლესო. თუ ჩემი ძალებით ვერ გაგიყვანთ ცხინვალიდან, მილიციას ჩაგაბარებთ, ისინი არ მოგკლავენო. მაინც იმდენი გააკეთა, რომ მშვიდობით გამოგვიყვანა. ბეჟანი თავიდანვე აღარ ჩანდა" - იხსენებენ ყოფილი ტყვეები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.