რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
თამარ მეარაყიშვილის დაკავების საქმის მიმართ ცხინვალის სამოქალაქო სექტორს კითხვები აქვს
,,ყველაფერი გაკეთდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და მათ მიმართ სიძულვილის გამოწვევის მიზნით" - აცხადებს ცხინვალელი აქტივისტი ლირა კოზაევა, რომელმაც ორი წლის წინ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სწორედ, წნეხის შედეგად დახურა.

ცხინვალის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებებს რადიო ,,თავისუფლება" ავრცელებს.

,,ახალგორელი სამართალდამცავების ქმედებები მკაცრად გააკრიტიკეს. ცხინვალში არსებულ მედიაცენტრ „ირ“-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ადამიანს თუ ცილისწამებას ედავებიან, რა საჭიროა ბინის ჩხრეკა. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთში გრძელდება სამართლებრივი განუკითხაობა." - აღნიშნულია რადიო ,,თავისუფლების" მასალაში.

რადიოს ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში სამოქალაქო სექტორი და განსხვავებული აზრი რომ იდევნება, ეს ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ორი წლის წინ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მხოლოდ იმის გამო გამოაცხადა თვითლიკვიდაცია, რომ მათ მუდმივად უწოდებდნენ მოღალეტეებს და უცხოელ აგენტებს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ხვდებოდნენ სამოქალაქო დიალოგის ფორმატში. ერთი მათგანი იყო ლირა კოზაევა, რომელიც აცხადებს, რომ მეარაყიშვილის შემთხვევის შემდეგ ხვალ ალბათ სხვებსაც მიუკაკუნებენ კარებზე.

სამოქალაქო აქტივისტი და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი ხელისუფლების კრიტიკის გამო 2010 წელს სასტიკად სცემეს ცხინვალის ცენტრში. თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და სამართალდამცავები იქცევიან ბანდიტებივით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას ეწევიან.

„თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა და საკითხი, რასაც მის შესახებ განიხილავს სამართალდამცავი სტრუქტურა, წარმოადგენს რესპუბლიკის შიდა საქმეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული ისტერია სამხრეთ ოსეთელი მოქალაქის მიმართ, წარმოადგენს რესპუბლიკის საქმეებში უხეშ ჩარევას. ის არ შეიძლება იყოს საერთაშორისო დონეზე განხილვის საგანი. საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის ეგრეთ წოდებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის განცხადებები არის უხეში ჩარევა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში. მეარაყიშვილის საქმე შეეხება ტყუილის გავრცელებას, რომლის შესახებაც ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქემ აღძრა საქმე“, – აცხადებს დე–ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი.

16 აგვისტოს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს და დაკითხვისას ცილისწამების ბრალდება წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრის, სპარტაკ დრიაევის, პატივი და ღირსება შელახა. ამის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა მეარაყიშვილის სახლში, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი წაიღეს. მეარაყიშვილი ამ ყველაფერს მის დაშინების მცდელობად აფასებს. სამოქალაქო აქტივისტი დაბაში არსებული უკანონობის გამო ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას და საუბრობს კორუფციულ ფაქტებზე. მას არაერთხელ მოუწოდეს რომ შეეწყვიტა ურთიერთობა რადიო თავისუფლებასთან. ახალგორში გამოძიება გრძელდება, ადამიანის უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ მეარაყიშვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.