რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ქალაქ გორის ბიუჯეტში გადასახადები გადაჭარბებით შედის
მერიის 2017 წლის II კვარტლის ბიუჯეტში ნაცვლად 2 მლნ 842 500. ლარისა, ფაქტიურად მობილიზებულია 3 მლნ 887 300 ლარი, შესრულებამ შეადგინა 136,7 %. გეგმის ზევით შემოსულია 1 მლნ 044,800 ლარი.

ამის შესახებ იმ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს გუშინ წარუდგინა.

ანგარიშის მიხედვით, მობილიზებულ თანხებში შედის როგორც გადასახადები, ასევე, სხვა შემოსავლები ანუ არასაგადასახადო თანხები და არაფინანსური აქტივებისგან მიღებული რესურსი.

აქედან, გადასახადებიდან შესულია 2 მლნ 597 600 ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 1 მლნ 646.0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 157.8%. დამატებით შემოსულია 951.6 ათ. ლარი.

სხვა შემოსავლები (არასაგადასახადო) შემოსულია 1 მლნ 172 700. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 1 მლნ 084 000. ლარის, შესრულებამ შეადგინა 108.2%. გეგმის ზევით შემოსულია 88.7 ათ. ლარი.

შემოსავლები არაფინანსური აქტივებიდან გეგმით გათვალისწინებულია 112.5 ათ. ლარი. ფაქტიურად მიღებულია 116.9 ათ. ლარი. შესრულებამ შეადგინა 103.9 %. გეგმის ზევით შემოსულია 4,4 ათ. ლარი.

გორისა და რაიონის გაერთიანება შემოსავლების სიმცირით ხსნიან


თამარ ედიშერაშვილი: (ეკონომისტი) თვითმმართველობის სწორი რეფორმა ნიშნავს ხალხისთვის ძალაუფლებისა და ფინანსების გადანაწილებას. საზღვარგარეთ ვინც არ ყოფილა, ინტერნეტში შეიძლება მოიძიოს, რას ნიშნავს კომუნები, კანტონები... საზოგადოებას აქვს თავისი ფულადი რესურსი და ერთად წყვეტენ, რა გააკეთონ,ანუ არიან შემოქმედის და არა მაყურებლის როლში. ასეთი დეცენტრალიზაცია არის გამჭვირვალობის გარანტი, კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ყველაზე ქმედითი ბერკეტი. რაც მთავარია მოსახლეობის ადგილზე დამაგრების საშუალება და არა თბილისში თავმოყრა, სადაც უკვე ჰაერი აღარ ყოფნით." - აღნიშნავს თამარ ედიშერაშვილი.

სვამს კითხვას, საით წავედით?  ,,ხალხს კი არ მისცეს ძალაუფლება,ა(ა)იპ-ებსაც კი წაართვეს უფლებები და ფინანსების განკარგვის კანონიერი ძალა. ეს არ არის უბრალო მოვლენა. მტრით გარშემორტყმულ ქვეყანაში საკუთარ მოსახლეობას დამნაშავის სინდრომით რომ აცხოვრებ და აბეჩავებ,იმიტომ რომ შენმა უტვინოებმა ცოტა ხანს კიდევ იტივტივონ, ეს სახელმწიფო დანაშაულია. მთელი ცხოვრება სამსახურის დაკარგვის შიშით მაცხოვრებელი ქართველი შეებრძოლება მტერს?


გადასახადები


- საშემოსავლო გადასახადი შემოსულია 874,1 ათ. ლარი ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 700,0 ათ. ლარისა. შესრულებამ შეადგინა 124,9 %. გეგმის ზევით შემოსულია 174,1 ათ. ლარი.


_ საწარმოთა ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) შემოსულია 1 მლნ 688,700 ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 850,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 198,7%. გეგმის ზევით შემოსულია 838,7 ათ. ლარი.


_ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი შემოსულია 19,5 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალიწინებული 60,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 32,5%. შესრულებას დააკლდა 40,5 ათ. ლარი.


_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი შემოსულია 15,3 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 36,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 42,4%. შესრულებას დააკლდა 20,7 ათ. ლარი.



სხვა შემოსავლები (არასაგადასახადო)


ჯარიმებიდან, სანქციები და საურავებიდან შემოსულია 423,8 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 420,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 100,9%. დამატებით შემოსულია 3,8 ათ. ლარი.


_ მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შემოსულია 72,2 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 50,0 ათ. ლარისა, შესრულებამ შეადგინა 144,4%. დამატებით შემოსულია 22,2 ათ. ლარი.

_ შემოსავალი მიწის იჯარიდან შემოსულია 95,3 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 90,0 ათ. ლარისა, შესრულებამ შეადგინა 105,9%. დამატებით შემოსულია 5,3 ათ. ლარი.

_ სანებართვო მოსაკრებელი (მშენებლობის ნებართვისათვის) შემოსულია 22,4 ათ. ლარი ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 20,0 ათ. ლარისა, დამატებით შემოსულია 2,4 ათ. ლარი. შესრულებამ შეადგინა 112,0%.

_ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი შემოსულია 316,6 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 330,0 ათ. ლარისა, შესრულებამ შეადგინა 95,9%. შესრულებას დააკლდა 13,4 ათ. ლარი.

_ მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოსულია 130,1 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 115,3 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 112,9%. დამატებით შემოსულია 14,8 ათ. ლარი.

_ შემოსავალი ქონების იჯარიდან შემოსულია 20,5 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 18,2 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 112,8%, დამატებით შემოსულია 2,3 ათ. ლარი.

_ შემოსავალი პროცენტებიდან მიღებულია 82,8 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 40,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 207,0%, დამატებით შემოსულია 42,8 ათ. ლარი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუსრულებელია.
13:15 / 10.11.2026
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მიმართა.
11:31 / 10.11.2026
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო ვერ ხერხდება.
10:37 / 10.11.2026
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე დაჯარიმდა.
21:13 / 09.11.2026
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი სამჯერ გაიზარდა.
16:54 / 09.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.