რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხაშურის გამგებელი 11 წლის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის" სიაში ეწერა
,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატი 2006 წლის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში იყო

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატს პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მოქმედი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გურასპაშვილი 11 წლის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში მე-16 ნომერი იყო. სია "ხაშურის მოამბეში", გამგეობის მაშინდელ გაზეთშია გამოქვეყნებული.

,, გიორგი გურასპაშვილი, რომელიც ახლა ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი და ხაშურის მოქმედი გამგებელია, 2006 წლის არჩევნების დროს ჩვენი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. ხაშურში ის იმერეთის ქუჩაზე იყო პასუხისმგებელი (ამ ქუჩაზე ცხოვრობდა) და სხვათაშორის მაშინ კარგი შედეგებიც მოგვიტანა მიმდებარე საარჩევნო უბნიდან. ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა 11 წლის წინ. მაშინ ხუთეულში სურდა შეგვეყვანა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილების შედეგად მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა და ის სიის მე-16 ნომერი იყო,"- ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი. მისივე თქმით, გიორგი გურასპაშვილი ამის გამო პარტიას გაუნაწყენდა და ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

გიორგი გურასპაშვილის ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირსა და ამ პარტიისადმი მის 11 წლის წინანდელ განწყობებზე საუბრობს ,,ნაციონალური მოძრაობის" ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარის კანიდიატიც. როინ მახარობლიძე ადასტურებს, რომ ხაშურის მოქმედი გამგებელი 2006 წელს მათ პარტიულ ინტერესებს იზიარებდა, რასაც მისი აქტიურობაც ადასტურებდა.

ოპოზიციის განცხადებებს ,,ქართული ოცნებიდან" ხაშურის მერის კანდიდატი აბსურდს უწოდებს და ,,ნაციონალურ მოძრაობას" ზეწოლაში ადანაშაულებს.

,,მე იმ პერიოდშიც გავლენიანი ადამიანი ვიყავი. ხალხი მიცნობდა, პატივს მცემდა და მენდობოდა. სწორედ ამიტომ 2006 წელს, ჩემგან დამოუკიდებლად ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩემი გვარი და სახელი შეიყვანა თავის პარტიულ სიაში. მათთან არანაირი კავშირი არ მქონია, არ ვყოფილვარ პარტიის წევრი და არც ხმა მიმიცია მათთვის არცერთ არჩევნებზე. ჩემი პირადობის მოწმობის ასლიც რომ არ დაფიქსირებულა მათ პარტიაში, ისიც მოწმობს, რომ პირადობაში გიორგი მიწერია სახელი, სიაში კი გია გურასპაშვილად შემიყვანეს." - აცხადებს ,,ოცნების" მერობის კანდიდატი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, მაშინვე რატომ არ გააპროტესტა უნებართვოდ სიაში შეყვანა, გურასპაშვილი გვპასუხობს, რომ პროტესტს აზრი არ ჰქონდა და იმ პერიოდში, არც რაიმე პოლიტიკური ინტერესი ჰქონია.

გიორგი გურასპაშვილის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2002-2004 წლებში ის ხაშურის საგადასახადო ინსპექციის უფროსი, ოდნავ მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტროს ხაშურის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელი იყო.

ხაშურის გამგებელი გასულ წელს სკანდალში გაეხვა. პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩის" წარმომადგენელმა მისი სატელეფონო ზარის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც გიორგი გურასპაშვილი ,,ჩემი ცოლის დაქალების" სცენარის ავტორს, მსახიობს და ,,ნაციონალურ მოძრაობას" აგინებს.



ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.