ესენია ზვიად საბანაძე და კახა ბურჯანაძე.
მოვიძიეთ ზვიად საბანაძისა და კახა ბურჯანაძის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც ,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მოგვაწოდა.
ისინი 40-წევრიან საკრებულოს შემადგენლობაში ოპოზიციურ ფლანგს დაიკავებენ. მმართველ პარტიას აღნიშნულ საკრებულოში 24 მაჟორიტარი და 8 პარტიული სიით შერჩეული, სულ 32 წარმომადგენელი ეყოლება.
კერძოდ, 25 მაჟორიტარული ოლქიდან ,,ქართულმა ოცნებამ“ ოცდაოთხ ოლქში მოიგო. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მერეთია, სადაც ხმების უმრავლესობა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მერაბ მახარაშვილმა მოიპოვა.
მერაბ მახარაშვილი წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული პარტიიდან“ იყო საკრებულოს წევრი.
რაც შეეხება პროპორციულ სიას, 4%იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა: ,,ქართულმა ოცნებამ“; ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“; ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველომ“; ,,პატრიოტთა ალიანსმა“ და ,,შენების მოძრაობამ“.
პროპორციული სიით პირველ მათგანს 8 დეპუტატის ადგილი ერგო; ნაციონალურ მოძრაობას 3; ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპულ საქართველოს" პარტიას 2 ადგილი,, ხოლო თითო-თითო ადგილი ერგო ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,შენების მოძრაობის“ წევრებს.
ვიწყებთ ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების ბიოგრაფიებით.

კახაბერ ბურჯანაძე: დაიბადა 1970 წლის 13 ივლისს, სკოლის დამთავრების შემდეგ, (დაამთავრა გორის რკინიგზის 20-ე საშუალო სკოლა 1976-1987) ჩაირიცხა თბილისის სასოფლო სამეურნეო უნივერისტეტში 1987 წელს.
წაჩინებით დაამთავრა მებაღე მევენახეობის ფაკულტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ, გააგრძელა თბილისის ეკონომიკის სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინტიტუტის სამართლის ფაკულტეტი 1998 წელს.
1988 წელს მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური
1990 წელს დაიწყო მუშაობა ტყვიავის ღვინის ქარხანაში, მეღვინე ბრიგადირად
1997-99 წლებში მუშაობდა საქართველოს საბაჟო სამსახურში კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლის თანამდებობაზე.
2000 წელს დაინიშნა დირექტორად შ.პ.ს ,,გეპარდში,,
2016 წელს დაინიშნა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის უფროსს პეციალისტის თანამდებობაზე
2017 წელს გაწევრიანდა ბაქრაძე-უგულავა პარტია ,, ევროპული საქართველო’’ -ში

ზვიად
საბანაძე: დაიბადა 1969 წლის 15 ივნისს გორში
დაამტავრა სოფელ შინდისის სკოლა 1976-1986
1987 წელს გაირა სამხედრო სავალდებულო სამსახური რუსეთის
რესპუბლიკაში
1993 წელს იბრძოდა სოხუმში, საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის
1993 წელს სამსახური გააგრძელა გორის დაცვის პოლიციაში
1998-2005 წლამდე მსახურპბდა შ.ს.ს შინაგანი ჯარების ასეულის მეთაურის
თანამდებობაზე
2000 წელს სწავლობდა შ.ს.ს ოფიცერთა სკოლაში
2003 წელს გაიარა შ.ს.ს შინაგანი ჯარების ოფიცერტრა გადამზადების
სრული კურსი
2005 წელს გაიარა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს
ოფიცერთა გადამზადების სრული კურსი
2005 წელს მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადაში ასეული
მეთაურის თანამდებობაზე
2012 -2015 წელს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
პოლიციის გორის სამმართველლოს უფროსის მოადგილედ
2013 წელს იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით ,
სამხედრო პოლიციის ჯგუფის უფროსად
2014 წელს მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტის სამხარეო სამმართველოს უფროსად სამცხე
ჯავახეთში
დაოჯახებულია, ყავს 2 შვილი
მიღებული აქვს მედლები, ,,სამშობლოსთვის თავდადებული’’ მედლები
უმწიკლო სამსახურისთვის და სამშვიდობო ქართულ-ამერიკულ მისიებში
მონაწილეობისათვის.
წოდებით ,,მაიორი’’





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები