რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
დედიკას გალერეაში ქვახვრელელი მხატვრის ნამუშევრები გამოფინეს
დედიკას გალერეა ზურა აფხაზის (აფხაზაშვილის) გამოფენას "შავი ყუთის ჩანაწერები" მასპინძლობს. გამოფენა არტისტერიუმ 10-ის ფარგლებში ტარდება და ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს.

ზურა აფხაზაშვილის პროექტი მოიცავს მულტიმედიურ ექსპოზიციას, სადაც გაერთიანებულია ფერწერა - შავ-თეთრი აბსტრაქციის სახით, ვიდეო უკვე შესრულებული პერფორმანსის დოკუმენტაციით - სათაურით „შავი ყუთი“ და გახსნის დღეს წარმოდგენილი პერფორმანსი - „კამათლები“.

ზურა აფხაზის ფერწერა შავ-თეთრი აბსტრაქციის ორიგინალურ გააზრებას აჩვენებს. დიდი ფორმატის ტილოებზე ის საკუთარი ექსპერიმენტებით მიღებული პიგმენტების გამოყენებით მუშაობს. ნამუშევრები უშუალოდ უკავშირდება მისივე ცხოვრების არაორდინალურ წესს, - ის ერთგვარი აუტსაიდერია, რომელიც ქართული ისტორული არქიტექტურის ცნობილი ნიმუშის - უფლისციხის სიახლოვეს სოფელ ქვახვრელში ცხოვრობს და მის ნამუშევრებში საგრძნობია არქაული მხატვრული ფორმებისგან მიღებული შთაგონება, რომელიც დროისა და სივრცის კავშირებს აბსტრაქტული განზომილებით წარმოადგენს. მისი შემოქმედების ცენტრალური თემა მეხსიერებაა, რომლის არტისტული კვლევის ვიზუალიზაციას ის წარმოადგენს სხვადასხვა მხატვრული საშუალებების გამოყენებით.

შავი ყუთი, რომელიც მოთავსებულია საფრენი აპარატის ბორტზე, აკეთებს პერმანენტულ ჩანაწერს აპარატის ტექნიკური გამართულობის შესახებ. იგი იხსნება მხოლოდ მაშინ, როცა ამის საჭიროება არსებობს. მეხსიერება არ გულისხმობს მხოლოდ წარსულს, მეხსიერება გულისხმობს აგრეთვე მომავალს. მეხსიერების მდგომარეობა მოიცავს ორივეს - წარსულს და მომავალს, როგორც ერთიან, ყოვლისმომცველ მუდმივობას, „უდროობას“...

არტისტული პროცესი ერთგვარად ემსგავსება შავი ყუთის ჩანაწერებს, სადაც ფიქსირდება მისი შთაგონების მომენტები, კრიზისული ეტაპები, ეგზალტირებული მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ნამუშევართან და სოციუმთან. „შავი ყუთი“ მეტაფორულად მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა ნამუშევრები გადაიქცევა პროდუქტად, გამოიფინება, ან გახდება ჭვრეტის ობიექტი.







Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.