რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შშმ პირთა უფლებები გააცნეს
5 დეკემბერს,, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში,
არქეოლოგიისა და ისტორიის ცენტრში, ჩატარდება სემინარი თემაზე:
„საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ მომხსენებელმა,
გიორგი ახმეტელმა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და
სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და, ასევე,
მსმენელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაკკეინის ინსტიტუტში
მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
სემინარს სტუდენტები, ლექტორ მასწავლებლები, შშმ პირები და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ; ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, რომელიც წარმოადგენს შშმ პირთა მოძრაობას, რაც იმას ნიშნავს რომ მასში ჩართული ადამიანების უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, სამთავრობო ორგანიზაციებთან და უწყებებთან. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ორგანიზაცია ლობირებს ახალი პროგრამების და სერვისების შექმნა–განვითარებას. ასევე, აქტიურად მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაზე.
ამისათვის ინტენსიურად ტარდება სემინარები და ტრეინინგები მოსამართლეებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ახალგაზრდებისთვის. ამ უკანასკნელ ჯგუფთან მუშაობა კი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ქვეყნის განვითარების საკითხში გადამწყვეტი როლი აკისრიათ.

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები