რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
81-წლის დომენტი - თიღვის მონასტრის მცველი
81-წლის დომენტი თიღვის ეკლესიას ყოველდღიურად უვლის. ის სოფელში მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ უძველესი ტაძრის მცველი ჯერ კიდევ მამამისი იყო. კომუნისტების პერიოდში, რელიგიური მრწამსის გამო, დედამისიც დაუპატიმრებიათ.

დომენტი, რომლის გვარს, ცხინვალელი ჟურნალისტი იან გაბარაევი არ ამხელს, ახალგაზრდობაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ჯარიდან დაბრუნებისა და მუშაობის დაწყებისას შეიტყო, რომ მაშინდელ ზნაურის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაჰყავდათ:
,,რადგან ეს ჩემი სფერო იყო, მაშინვე გადავწყვიტე, რომ დავბრუნებოდი ჩემ მხარეს“ - უყვება დომენტი ჟურნალისტს. მას შემდეგ სოფელს აღარ მოცილებია.



სოფელი თიღვა ფრონეს ხეობაში, დე--ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, სამონასტრო კომპლექსის, მთავარი ნაგებობა - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ფასადის ქტიტორულ წარწერაში მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ასული თამარი, რომელსაც თავისიი ქმრის, შირვანის მეფის, გარდაცვალების შემდეგ, ეს მონასტერი აუგია 1150-52 წწ და აქვე აღკვეცილა მონაზვნად.





დომენტი ამბობს, რომ კომუნისტების პერიოდში ტაძრის დანგრევა გადაწყვიტეს, თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს არ დაუშვა:

,,პირველი რესტავრაცია 1957 წელს ჩაუტარდა, შემდეგ, 1999 წელს. მსოფლიო სავალუტო ფონდიდან 30 ათასი დოლარი გამოიყო, მაგრამ მალე თოვლი მოვიდა და ის თანხაც დაიკარგა. სად წავიდა ის ფული, ღმერთმა იცის“ - ამბობს დომენტი.



ამჟამად, სოფელში 60 ადამიანი ცხოვრობს. სულ 5 ბავშვია, რომლებსაც საბავშვო ბაღი არა აქვთ. სასმელი წყალი ჭირს, პროდუქტების შესაძენად კი, ადგილობრივები ქალაქ ზნაურში (ყორნისში) მიდიან.




თიღვა შიდა ქართლის ერთ - ერთი უძველესი სოფელია. პირველად იხსენიება X საუკუნეში "მატიანე ქართლისაიში" ბაგრატ III-თან დაკავშირებით. ხშირად გვხვდება აგრეთვე XII-XIII სს. ქართულ ისტორიულ წყაროებსა და საბუთებში. ერთ-ერთ საბუთში ნათქვამია, რომ თიღვა როსტომ მეფეს ზაალ წერეთლისათვის უბოძებია (1648).

თიღვის მიდამოებში 1954 წელს მიაკვლიეს აშელური ხანის ღია სამოსახლოს (ხელმძღვ. ო.ჯაფარიძე, ვ.ლიუბინი). 1974-75 წწ. ჩატარებული გათხრებით (ხელმძღვ. ი.გაგოშიძე, დ.ლაცაბიძე) გამოვლინდა შია და გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. სოფლის დასავლეთით შემორჩენილია წყალსადენის ნანგრევები (ქვითკირის დუღაბში ჩასმული კერამიკული მილები), რომლებიც შუა საუკუნეების ქართული საინჟინრო ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

გადმოცემის მიხედვით თამარი თიღვის მონასტერში უნდა იყოს დასაფლავებული. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს „...დასავლით მეტეხისა და ფცის წყლის არს თიღვას ჯვრის მონასტერი, რომელიც აღაშენა ასულმან აღმაშენებლისამან თამარ, გუმბათიანი, დიდშვენიერი, კეთილად ნაშენი.
შენობანი გარემოს მრავალნი და აწ ხუცის ამარა...“

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.