რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დღეს ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ რეიდები ჩაატარა
მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, აქედან 6 წარსულში ნასამართლევია.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა :

1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 „საიგას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე გახსნილი სითხე და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ამისა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრევენციის მიზნით, დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში.

ამ ეტაპზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი, ასევე დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 1124 ცალი ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, კერძოდ ცივი იარაღის უკანონო ტარება.

,,საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას." - აღნიშნავენ უწყებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.