რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალის მედია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩილ
ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ ,,წითელი ჯვრის" კომიტეტის წევრებს
გადასცეს. ამის ამსახველ ფოტოებს ოსური მედია ავრცელებს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, ექსპერტიზის პასუხს რუსეთიდან ელოდებოდნენ.
,,მიღებული
პასუხით ირკვევა, რომ გარდაცვლილს ზედა და ქვედა კიდურებზე
სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. რუსეთის ექიმის დასკვნაში ნათქვამია,
რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა მწვავე გულის უკმარისობისას, რომელიც
მწვავე მიოკარდიული, იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, ჰქონდა
ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი" - აღნიშნავენ ცხინვალში. სხვა
დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას დღეს საღამოს ერგნეთში გადასცეს. ერგნეთიდან კი, - სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
„2018 წლის 20 მარტს, ყველა მხარის მოთხოვნის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, როგორც ნეიტრალურმა შუამავალმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავიდანვე გამოთქვამდა მზადყოფნას,მონაწილეობა მიეღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში ნეიტრალური შუამავლის რანგში. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ერგნეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. ოჯახის გადაწყვეტილებით , ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცა", - ნათქვამია ,,წითელი ჯვრის" ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, ექსპერტიზის პასუხს რუსეთიდან ელოდებოდნენ.
,,მიღებული
პასუხით ირკვევა, რომ გარდაცვლილს ზედა და ქვედა კიდურებზე
სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. რუსეთის ექიმის დასკვნაში ნათქვამია,
რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა მწვავე გულის უკმარისობისას, რომელიც
მწვავე მიოკარდიული, იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, ჰქონდა
ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი" - აღნიშნავენ ცხინვალში. სხვა
დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას დღეს საღამოს ერგნეთში გადასცეს. ერგნეთიდან კი, - სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
„2018 წლის 20 მარტს, ყველა მხარის მოთხოვნის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, როგორც ნეიტრალურმა შუამავალმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავიდანვე გამოთქვამდა მზადყოფნას,მონაწილეობა მიეღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში ნეიტრალური შუამავლის რანგში. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ერგნეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. ოჯახის გადაწყვეტილებით , ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცა", - ნათქვამია ,,წითელი ჯვრის" ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები