რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
გორში, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის გამო,
გორის მერი კოტე თავზარაშვილი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ამის
შესახებ განცხადება კოტე თავზარაშვილმა სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
მისი თქმით, კონტაქტი 10 ოქტომბერს დადასტურებულ ინფიცირებულთან ჰქონდა. ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური შეხვედრა მას 6 ოქტომბერს სოფელ ვარიანში ჰქონდა, როდესაც სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაათვალიერა:
,,დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით. ვიყავი ჩOVID-19 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, 10 ოქტომბერს დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები სახლში 12 დღე. გავიარე ტესტირებაც, რომელიც თვითიზოლაციის დასრულების შემდეგაც ჩამიტარდება. პირველადის მსგავსად, თუ განმეორებითი ტესტირების პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, დავუბრუნდები ჩემს ყოველდღიურობას. ოპერატიულობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ყველა გაცემული რეკომენდაცია. მოქალაქეების საყურადღებოდ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ყველა რეკომანდაციის დაცვით. შენობის დეზინფექცია ხორციელდება ყოველდღიურად." - წერს გორის მერი.

ამავე კატეგორიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, კვლავ
დაუსრულებელია.
ქარელში, ქალაქის გასასვლელში, 9 აპრილის ახალი მემორიალი და სკვერი
მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. მემორიალის
გადატანის ინიციატივით მერიას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა მიმართა.
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე
ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა
დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო
ვერ ხერხდება.
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში
პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ
აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების
საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე
დაჯარიმდა.
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო
ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი
სამჯერ გაიზარდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები