რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება.

საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება

3 278 450 ბიულეტენი. ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა. სასწავლო პროცესი კი 15
ივლისამდე გრძელდება.
საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა. სასწავლო პროცესი კი 15 ივლისამდე გრძელდება.
16:00 / 17.06.2026
ბრალდებულების ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ არსებობს
რეალური მიზეზები, თუ რატომ არ მოახდინეს მის საჩივარზე რეაგირება და
რატომ მიიყვანეს საქმე მკვლელობამდე.
ბრალდებულების ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ არსებობს რეალური მიზეზები, თუ რატომ არ მოახდინეს მის საჩივარზე რეაგირება და რატომ მიიყვანეს საქმე მკვლელობამდე.
13:28 / 17.06.2026
ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილი პოლიტიკური
სკანდალის მიზეზი გახდა.
ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილი პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა.
11:49 / 17.06.2026
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები
ქირავდება.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები ქირავდება.
10:00 / 17.06.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 4 წელია
ექიმის ვაკანსიას აცხადებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 4 წელია ექიმის ვაკანსიას აცხადებს.
19:00 / 16.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.