ახალი ამბები
არჩევნების წინ გახსნილი ხილის ქარხანა საღოლაშენში დაკეტილია
PLAYER_GET_VIDEOFLASH
,,საღოლაშენში რომ გამოიარეთ, ვერ დაინახეთ ქარხანა? მანქანები არ იდგა? როგორ? ბოლი არ ამოდიოდა?!" - გვითხრეს ხუმრობით სოფელ დვანში. წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ამ სოფელში მოსახლეობას ვაშლის კარგი მოსავალი აქვთ, თუმცა მოსავლის ჩამბარებელი ვერ ნახეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამჟამად დაკეტილია. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გლეხების მიერ მიტანილი ვაშლი ერთი კვირის წინ არ ჩაიბარეს. საწარმო ოფიციალურად 2018 წლის 22 ნოემბერს გაიხსნა.

ქარხნის ხელმძღვანელმა საწარმოს შიგნით გადაღების უფლება, დღეს, 6 დეკემბერს არ მოგვცა. საწარმო სახელმწიფო აგრო კრედიტის ფარგლებში აშენდა და გახნიდან რამდენიმე დღეში დაიკეტა.

,,გამოგართმევ მაგ კამერას და გადაგამტვრევ ზედ" - დაემუქრა საწარმოში მომუშავე პირი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს მაშინ, როდესაც საწარმოს გზის მხრიდან იღებდა.

,,სტანოკია გაფუჭებული, იმას გაკეთება არ უნდა? ეხლა რომ მოხვედით, უფროსი არ არის. როცა ხელმძღვანელი მოვა, მაშინ მოდით" - გვითხრეს სახელმწიფოს ხარჯზე გაკეთებულ ქარხანაში. საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გახსნის დროს ქარხანა დენზე მუშაობდა:

,,ახლა ხარჯების ოპტიმიზაციას ვაკეთებ. აქამდე ვამუშავე დენზე. 2-3 დღის შემდეგ მოდით და მერე გადაგაღებინებთ. მინდა, რომ კარგი კუთხით გამოჩნდეს ქარხანა" - აცხადებს საწარმოს დირექტორი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, საწარმოში, ჯამურად, 1 013 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405 000 ლარი გრანტია, ხოლო 507 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

22 ნოემბერს გახნის ცრემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი; შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილთი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.



,,საწარმოს დღიურად შეუძლია 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა, ასევე სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავლოდ, დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს, საწარმოში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 22:000 დანერგვა." - აღნიშნულია პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ამავე უწყების ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.

რაც შეეხება სოფელ საღოლაშენის საწარმოს და მის ფუნქციონირებას, ქარხნის დირექტორი დეტალურად მას შემდეგ ისაუბრეს, როდესაც საწარმოში გაზიფიცირება დასრულდება. რაც შეეხება დაზგა-დანადგარების დაზიანების ფაქტს, ამის თაობაზე, საწარმოში მომუშავე მუშებმა განაცხადეს.

სოფელ დვანში ფიქრობენ, რომ საღოლაშენის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ უწამლ ვაშლს ჩაიბარებს: ,,თუ ეს და სხვა ქარხნები უწამლ ვაშლს ჩაიბარებენ, მაშინ გაგვაფრთხილონ ხოლმე წინასწარ. ჩვენც აღარ მოვწამლით შხამ-ქიმიკატებით ხილს და ასე ყოველწლიურად ჩავაბრებთ იაფად. თუნდაც 30 თეთრი ღირდეს" - აცხადებს დვანში მცხოვრები როლანდ ქოქოშვილი.

ამჟამად, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, შიდა ქართლში, საწარმოო ვაშლს 8 თეთრად იბარებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
რანჩო ვარიანში
ახალი ტურისტული ობიექტი ვარიანის სტუმრებს, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებლებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:
ერგნეთის სკოლაში მოზარდებთან თანასწორობის შესახებ ისაუბრეს
ერგნეთის საჯარო სკოლაში მეათე კლასელმა მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია წესით 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს
ხოლო შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ექსპერტიზის დასკვნა)
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
ახალი ტურისტული ობიექტი ვარიანის სტუმრებს, მათ შორის, იაკობ
გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებლებს შემდეგ მომსახურებას
სთავაზობს:
ახალი ტურისტული ობიექტი ვარიანის სტუმრებს, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებლებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:
15:09 / 19.12.2018
179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით
5-დან 7 წლამდე.
179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.
14:21 / 19.12.2018
ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. რუსულნომრიან ავტომანქანის
მძღოლს პოლიციამ ადმინისტრაციული 
ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. რუსულნომრიან ავტომანქანის მძღოლს პოლიციამ ადმინისტრაციული 
13:46 / 19.12.2018
მაყურებლის წინაშე ერთი ბენდი და 5 სოლო მომღერალი წარსდგება. ესენია:
მაყურებლის წინაშე ერთი ბენდი და 5 სოლო მომღერალი წარსდგება. ესენია:
13:19 / 19.12.2018
მეპატრონემ ხეხილის ბაღი დილით იმ მდგომარეობაში დახვდა, როგორც
ფოტოზეა აღბეჭდილი.
მეპატრონემ ხეხილის ბაღი დილით იმ მდგომარეობაში დახვდა, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი.
12:52 / 19.12.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.