რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აგარაკი ქარელის მერიის კუთვნილ მიწაზე - სოფელში ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მიმდინარე წლის სექტემბერში გადაიღო. ზღუდერის თემის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბანში მშენებარე სასახლე სასტუმრო იქნება. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ბიზნესმენი ტყის მასივში, საცხოვრებელ სახლს იშენებს.

ამ სოფელში 90-იან წლებამდე 60-მდე კომლი ცხოვრობდა. ოჯახების სრული შემადგენლობა ეთნიკურ ოსებს წარმოადგენდნენ.

,,90-იან წლებში ოჯახების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. მიზეზი ყველასთვის ნაცნობია - არეულობის პერიოდი იყო. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ვინც წავიდა, შიშის გამო, დატოვა სოფელი. ვინც დარჩა კი, მათ მიმართ იყო დაყაჩაღების შემთხვევები“ - ამბობს გივი ელბაქიძე, სოფელ ზღუდერის წარმომადგენელი.

1989-92 წლებში მიმდინარე კონფლიქტის დროს, სოფელი არ მიუტოვებია ფარიზეტა თოთროევს. ის თბილისში მუშაობდა. არეულობის დროს გადაწყვიტა სოფელში დაბრუნება, თუმცა კონფლიქტს მისმა ძმამ ვერ გაუძლო და იძულებული გახდა ჩრდილოეთ ოსეთში წასულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

,,ჩემი ძმა რომ არ წასულიყო ვლადიკავკაზში, ის აქ დღესაც ცოცხალი იქნებოდა. ერთმა ქალმა მეც მითხრა, წამოდი, იქ კარგ ცხოვრებას ნახავო. მე არ წავედი, იქ აუცილებლად სირისტში მოვკვდებოდი. სანამ თბილისიდან ჩამოვიდოდი, ჩემი მოხუცი დედა ცხოვრობდა აქ. დააყაჩაღეს და 5 სული საქონელი წაართვეს. მე რომ აქ ვყოფილიყავი, იმ საქონელს ვერ წაიყვანდნენ. ქარელის მაშინდელ მილიციის უფროსს ,,სკატინას“ ეძახდნენ. ყველაფერი ცუდი მაგის ხელში ხდებოდა აქ“ - ამბობს ფარიზეტა თოთროევი.



ფარიზეტა თოთროევი ახლა 78 წლისაა. 75 წლის ასაკამდე მეურნეობას მისდევდა. მოშინაურებული ჰყავდა საქონელი, ჰქონდა საძოვრები იჯარით აღებული. შემოდგომით საქონელს ჰყიდდა და ამით ცხოვრობდა. დღეს ფიზიკურად შრომა აღარ შეუძლია, თუმცა სოფლის მიტოვებას მაინც არ აპირებს. ძმისშვილები ეპატიჟებიან ქალაქში საცხოვრებლად, თუმცა უარს ამბობს. ქალაქში ცხოვრება ფარიზეტა თოთროევისთვის წარმოუდგენელია.

ბანის ერთადერთ მკვიდრს დღეს მეზობელი გამოუჩნდა. ის ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილია. შერაზადიშვილმა სოფლის სამხრეთით საცხოვრებელი აგარაკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა დათქმულ 1 წელიწადში დასრულება ვერ მოასწრო და 200 ლარით დააჯარიმეს.

2006 წლის რუკაზე ახალი მშენებლობის ადგილას ნანგრევები ჩანს. ტერიტორია 2005 წლიდან 49-წლიანი იჯარით ქარელში მცხოვრებ ქალბატონს ნათელა ზეინკლიშვილს აქვს აღებული. გიორგი შერაზადიშვილმა მიწა ქვეიჯარით სწორედ ნათელა ზეონკლიშვილისგან მიიღო:

,,მიწა სახელმწიფო საკუთრებაა და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებისაა. კანონი არ გვზღუდავს, რომ იქ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს რაიმე საიხის მშენებლობის უფლება შევუზღუდოთ. პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდება მთაში, მით უფრო კარგი იქნება სახელმწიფოსთვისაც და ამ მხარისათვისაც“ - ამბობს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, ეთნიკური ოსების დაბრუნების შემთხვევაში, ხომ არ შეიქმნება პრობლემა მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების თაობაზე, ზაზა გულიაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი პრობლემა არ შეიქმნება.

,,მერე რა, რომ შერაზადიშვილი არ არის ბანის მკვიდრი? საქართველოს მოქალაქე ხომაა? მე როგორც ვიცი, ამ სახლის მშენებლობის ადგილზე მანამდე არაფერი ყოფილა აშენებული“ - ირწმუნება ზაზა გულიაშვილი. მისი ინფორმაციით, სოფელ ბანში, ბოლო პერიოდში, რამდენიმე პირი გამოჩნდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იმ ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებიც 90-იან წლებამდე ამ სოფელში ცხოვრობდნენ.



ზღუდერის თემის წარმომადგენლის, გივი ელბაქიძის ცნობით, ამჟამად, სოფელ ბანით, ფარიზეტა თოთროევის გარდა, სამი ოჯახია დაინტერესებული. ერთი თვითონ შერაზადიშვილი, მეორე - ავთანდილაშვილი, მესამე კი, - კაჟაშვილი.

,,როგორც ვიცი, შერაზაშვილმა ეს მიწა იყიდა ავთანდილიშვილისგან. არც ის ავთანდილიშვილი იყო ადგილობრივი მკვიდრი. იმასაც ნაყიდი ჰქონდა ეს, როგორც ამბობს. რაც შეეხება კაჟაშვილს,მე როგორც ვიცი, დაიბრუნა მიწა.“ - აცხადებს გივი ელბაქიძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სოფელ ბანში ერთადერთ სახლს ჰყავს მესაკუთრე - ეს ფარიზეტა თოთროევია. მისი სახლი კი დაყადაღებულია.

ფარიზეტა თოთროევს 2005 წლიდან ასევე იჯარით ჰქონდა მიწები აღებული, დაახლოებით 4 ჰა ფართობზე. ფარიზეტა თოთროევი ამბობს, რომ ის არავის გაუფრთხილებულია იმის შესახებ, რომ იურიდიულად 4 ჰა მის სახელზე იყო გაფორმებული. სახელმწიფოს მიმართ დავალიანება ჯარიმა-საურავების ჩათვლით, 1000 ლარამდე დააკისრეს. ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში გაავრცელა. შემოსასვლების სამსახურს ფარიზეტა თოთროევის მდგომარეობა არ შეუსწავლია.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.